С-400 შეძენის გამო აშშ-ს მთავრობა თურქეთს სანქციებს უწესებს

მომდევნო კვირას აშშ-ს მთავრობა აპირებს განცხადების გაკეთებას თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე-მიზეზი-თურქეთის მიერ რუსული საზენიტო სარაკეტო სისტემების  С-400 შეძენასთან დაკავშირებით,.

სააგენტოს ინფორმაციის თანახმად ამ მომენტისათვის მიმდინარეობს ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველთა თათბისი იმის შესახებ თუ რა სახის სანქციები დაუწესონ თურქეთს.

12 ივლისს თურქეთმა რუსეთისაგან მიიღო С-400-ის პირველი პარტია.იმავე დღეს ანკარაში ჩაფრინდა 3 თვითმფრინავი საზენიტო კომპლექსის კომპონენტებით დატვირთული,ხოლო მეორე დღეს ავიაბაზა მიურდეტში კი დაეშვა  მეოთხე თვითმფრინავი.

2017 წლის დეკემბერში რუსეთმა და თურქეთმა მოაწერეს ხელი კონტრაქტს 4 დივიზიონი  С-400 -ის შეზენასთან დაკავშირებით(კონტრაქტის ღირებულებაა $2,5 მილიარდი დოლარი)а. ვაშინგტონი და NATO-ს ხელმძღვანელობა თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ ამ გარიგებას,რადგან თვლიან რომ რუსული საზენიტო სარაკეტო კომპლექსები და NATO-ს შეიარაღება ერთმანეთთან შეუთავსებელია. ამასთან ამერიკელები თვლიან რომ რუსეთი ამ სისტემნების გამოყენებით შეძლებს  F-35 შესახებ ინფორმაციის მოპოვებას.

ვაშინგტონმა არაერთხელ გააფრთხილა თურქეთი მოსალოდნელი სანქციების შესახებ,მათ F-35 პილოტების მოსამზადებელი კურსებიდან გარიცხეს თურქი პილოტები,ასევე სავარაუდოდ თურქეთი სამუდამოდ დაემშვიდობა უახლესი გამანადგურებლების შეძენის შანსებს.

http://arma.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.