აგვისტოს ომი და ჩაშლილი მოლაპარაკება პარიზთან – განცხადება, რომლითაც სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო საიდუმლო გასცა

სალომე ზურაბიშვილის კიდევ ერთი განცხადება, რომლითაც მან სახელმწიფო საიდუმლოება გასცა. საუბარია 2007 წელს, მისი საგარეო საქმეთა მინისტრად ყოფნის პერიოდში გასაჯაროებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ საქართველო საფრანგეთიდან 500 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო ხომალდების შემოყვანას აპირებდა.

სალომე ზურაბიშვილის ამ განცხადებით  სწრაფად დაინტერესდა რუსული მედია, რომელთანაც ზურაბიშვილმა თავისი ნათქვამი დაადასტურა და დაამატა, რომ მისთვის უცნობი იყო ვინ იყო მტერი, რომელსაც შეეძლო საქართველოში ზღვიდან შემოღწევა და ამიტომ მისთვის გაუგებარი იყო რაში სჭირდებოდა ასეთი ხომალდები საქართველოს.

ამ განცხადებებიდან ერთ წელში რუსეთმა საქართველოსთან ომი დაიწყო.

ხომალდების შესყიდვის იდეა თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს ეკუთვნოდა. ფრანგული მხარე დაინტერესდა, მაგრამ გემებზე შეიარაღების, მართვისა და კავშირგაბმულობის სისტემების დაყენებაზე უარი თქვა. ყველაფერ ამის გარეშე საქართველო მიიღებდა გემების კორპუსებს და საბრძოლო ხომალდებად მათ ქცევაზე თავად უნდა ეზრუნა.

ორი ხომალდის დამატება  ქართულ საზღვაო ძალებს სერიოზულ საბრძოლო პოტენციალს შემატებდა, თუმცა საფრანგეთთან მოლაპარაკებები ჩაიშალა.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.