აგვისტოში სურსათზე ფასები 1.5%-ით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, აგვისტოში ივლისთან შედარებით, ინფლაციის დონე საქართველოში 0,5
პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონე 3,1 პროცენტი იყო.

ერთი თვის განმავლობაში სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 1,5 პროცენტით გაიზარდა. ფასები გაიზარდა ასევე: ბოსტნეული და ბაღჩეული (16,4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (4,8 პროცენტი).

ამასთან, ფასების 16,2 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე; ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე: ჯგუფში ფასები შემცირდა 1,1 პროცენტით.

რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები გაიზარდა 3,2 პროცენტით; ბოსტნეული და ბაღჩეული (24,7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (4,4 პროცენტი), ხორცი და ხორცის
პროდუქტები (4,3 პროცენტი), თევზეული (3,3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (2,0 პროცენტი).

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.