ადა მარშანია: საქართველოში, 10 პოლიტიკოსიდან 8 შიზოფრენიკია

საპარლამენტო ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” წევრი ადა მარშანია არ ეთანხმება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველოსთან დიალოგისთვის პირველი ნაბიჯი რუსეთმა უნდა გადადგას.

როგორც ადა მარშანიამ ჟურნალსიტებს განუცხადა, პირდაპირი დიალოგი რუსეთთან დასაწყებია და საქართველო არ უნდა ელოდოს, როდის გადადგამს პუტინი პირველ ნაბიჯს.

“ჩვენ უნდა ველოდოთ, როდის გადადგამს პუტინი პირველ ნაბიჯს? და რომ არ გადადგას მერე რას ვშვებით? ვტოვებთ უპატრონოდ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიას? ოკუპანტს არ უნდა ველაპარაკოთ? ვინ უნდა ელაპარაკოს ოკუპანტს, მსოფლიო? და ჩვენ რას ვშვრებით? ჩვენ დავკარგეთ მიწა-წყალი, ჩვენ დავკარგეთ ორი რეგიონი, ჩვენ უფრო უნდა ვიყოთ აქტიურები და ჩვენ უნდა გადავდგათ პირველი ნაბიჯი, იმ ხალხმა, ვინც ტერიტორიები დაკარგა. საუბარი უნდა შედგეს იმაზე, რაც დავკარგეთ – სოხუმზე და ცხინვალზე. ჩვენ როგორც კი ჩავდივართ მოსკოვში, პირველი სიტყვები რასაც ვამბობთ ეს არის. ჩვენ ყოველთვის ჩავალთ მოსკოვში, სოხუმზე და ცხინვალზე სასაუბროდ, სოხუმის და ცხინვალის დასაბრუნებლად.

საუბრით ბრუნდება ტერიტორიები პირველ რიგში, დიალოგის დაწყებით, სხვანაირად როგორ შეგვიძლია? გვაქვს ატომური ბომბი და ვესროლოთ რუსეთს? არ გვაქვს ბომბი, რომც გვქონდეს, ვერ ვესვრით რუსეთს ბომბს. რატომ ხართ იმაში დარწმუნებული, რომ ჩვენი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დაბრუნების გამო მსოფლიო დაეტაკება რუსეთს. არ იზამს ამას, არ არის სულელი და გიჟი, როგორც ჩვენი ბევრი პოლიტიკოსი საქართველოში. მათ შიზოფრენიას მე ვუყურებ 30 წელია. 10 პოლიტიკოსიდან 8 შიზოფრენიკია საქართველოში” – განაცხადა ადა მარშანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ipress.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.