ადგილები საქართველოში, სადაც უძრავი ქონება ყველაზე ძვირია

საქართველოში უძრავი ქონების ბაზარი ყოველწლიურად იზრდება. დედაქალაქის გარდა, ახალი მშენებლობები ბევრს რეგიონში მიმდინარეობს.

სააგენტო “ბიზნესპრესნიუსი” ავრცელებს ინფორმაციას, თბილისის გარდა, სად არის უძრავი ქონება ყველაზე ძვირი საქართველოს მასშტაბით. მონაცემები saqme.ge-ს მონაცემებს ეყრდნობა.

მთელ საქართველოში უძრავი ქონების ფასის მიხედვით, ყველაზე ძვირი კურორტ გუდაურსა და ბაკურიანშია. აქ 1 მ2 ფასი საშუალოდ 3000 ლარია. ამ მონაცემების მიხედვით, გუდაურსა და ბაკურიანში 60 მ2 უძრავი ქონების შეძენისთვის 180 ათასი ლარი დაგჭირდებათ.

ფასის მიხედვით მეორე ადგილზეა აჭარა. ზღვისპირა კურორტზე 1 მ2 უძრავი ქონების ფასი საშუალოდ 2300 ლარია. რაც შეეხება 60 მ2 ბინის ფასს, საშუალოდ 138 ათასი ლარია.

საქართველოს ასევე ცნობილი და პოპულარულ კურორტ ბორჯომში უძრავი ქონების ფასი 1250 ლარს შეადგენს. რაც იმას ნიშნავს, რომ მინერალური წყლებით ცნობილ კურორტზე 60 მ2 სახლის შეძენა საშუალოდ 75 ათასი ლარი ღირს.

თელავში 1 მ2 უძრავი ქონების ფასი საშუალოდ 800 ლარია. 60 მ2 უძრავი ქონების შესაძენად, დაახლოებით 48 ათასი ლარია საჭირო.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.