ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, ნეგატიური კამპანია, საარჩევნო ადმინისტრაციების არაჯეროვანი დაკომპლექტება – ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საპრეზიდენტო არჩევნების დარღვევებზე

საქართველოს დაუგროვდა საკმაოდ კარგი გამოცდილება დემოკრატიული არჩევნების ჩატარების, თუმცა ბოლო არჩევნებმა გამოწვევები აჩვენა. მაგალითად, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, არასაკმარისი და არაჯეროვანი საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტება, ნეგატიური კამპანია, სიძულვილის ენა – ეს განცხადება, ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა გააკეთა. 

კრისტიან ურსე კონფერენციას ესწრება, სახელწოდებით – „2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები: მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები“.

ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს გამოწვევები მნიშვნელოვანია და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გამოსწორებას საჭიროებს. 

„საქართველოს დაუგროვდა საკმაოდ კარგი გამოცდილება დემოკრატიული არჩევნების ჩატარების, თუმცა ბოლო არჩევნებმა გამოწვევები აჩვენა. მაგალითად, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, არასაკმარისი და არაჯეროვანი საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტება, ნეგატიური კამპანია, სიძულვილის ენა. იმედი მაქვს, ჩვენი დისკუსიები გააუმჯობესებს შექმნილ სიტუაციას.

თუ წინა არჩევნებს შევხედავთ, 2020 წლის არჩევნებამდე დარჩენილია წელიწადნახევარი, რაც მოგვცემს საშუალებას, დავსხდეთ ერთად, განვიხილოთ არსებული შედგები, არასამთავრობოების, ოპოზიციის და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, ამ განხილვების შედეგად მივიდეთ პოლიტიკურ კონსენსუსამდე”, – განაცხადა ურსემ.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.