ავსტრიაში მაღაზიების ძარცვის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

ავსტრიაში მაღაზიების ძარცვის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. 25 და 31 წლის ქართველები ქალაქ პინკაფელდში აიყვანეს. ერთ-ერთ მათგანს 6 ათასი ევროს ღირებულების სუნამოების მოპარვა ბრალდება. თუმცა, ისინი ეჭვმიტანილი არიან სხვა მსგავსი დანაშაულის ჩადენაშიც, რომელიც 9 სხვადასხვა ქალაქში მოხდა.

დაკავებულები დუმილის უფლებით სარგებლობენ და წარდგენილ ბრალსაც არ აღიარებენ. გავრცელებული ცნობით, ორივე ქართველი სენტ პიოლტენის საპატიმროშია გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.