ავტოდაზღვევა სავალდებულო ხდება

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს ყოველწლიურად დაზღვევის საფასურის გადახდა მოუწევთ. მათ შორის არიან მსუბუქი ავტომობილების მფლობელებიც, რომლებსაც სავალდებულო დაზღვევის ფარგლებში, წელიწადში 100 – 150 ლარის გადახდა მოუხდებათ. ახალი კანონპროექტი საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ 2019 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება. მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი დღეს პარლამენტში ბიუროს წარედგინება.

mBank QR


კანონპროექტი ადგენს წლიური სადაზღვევო პრემიის მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობებს, რომლებიც არის წლიური და განისაზღვრება ავტოსასატრანსპორტო საშუალების კატეგორიების მიხედვით:

მოტოციკლისათვის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია – 75.00 – 110.00 ლარი; მსუბუქი ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს, ხოლო დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს არ აღემატება – 100.00 – 150.00 ლარი; ავტობუსისათვის, რომლის დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს აღემატება – 160.00 – 240.00 ლარი; სატვირთო ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება – 210.00 – 310.00 ლარი; მისაბმელისათვის – 50.00 – 75.00 ლარი; სასოფლო-სამეურნეო მანქანისათვის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანისათვის – 60.00 – 90.00 ლარი.

„სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ერთ-ერთი წამყვანი სავალდებულო დაზღვევის სახეობაა საერთაშორისო პრაქტიკაში. მძღოლის დაუდევრობის, უყურადღებობის, არასაკმარისი ცოდნის, სატრანსპორტო საშუალების არასათანადო მოვლა-პატრონობისა და სხვადასხვა მიზეზების გამო, იზრდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისა და გაუთვალისწინებელი შედეგების დადგომის ალბათობა. სწორედ სავალდებულო დაზღვევა ქმნის მატერიალურ გარანტიას, ერთი მხრივ, მძღოლისთვის და მეორე მხრივ, დაზარალებულისთვის – ამ უკანასკნელის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და  ქონებისთვის მიყენებული ზიანის დადგომის დროს“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

 

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.