აზოვის ზღვაში კიდევ ერთი შეტაკება მოხდა, უკრაინული ხომალდები თავისიანების საშველად მიემართებიან

უკანასკნელი ცნობებით, ოდესის პორტიდან მარიუპოლის მიმართულებით მოძრავი სამი უკრაინული ხომალდი აზოვის ზღვაში შევიდა. უკრაინული წყაროების ინფორმაციით, მათ რუსულის სანაპირო დაცვის რამდენიმე საბრძოლო ხომალდი და ვერტმფრენი მიაცილებს, რომლებიც უკრაინულ ხომალდებისაგან ახლო მანძილზე სახიფათო მანევრებს ახორციელებენ.

რუსული მხარე იტყობინება, რომ მათ შესაგებებლად აზოვის ზღვის უკრაინული პორტიდან, ბერიდნსკიდან ორი უკრაინული საბრძოლო ხომალდი დაიძრა, რომლებიც მაქსიმალური შესაძლო სიჩქარით გადაადგილდებიან ქერჩის სრუტის მიმართულებით.

რუსეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ქერჩის სრუტე დაიკეტა სამოქალაქო გემებისთვის. ამის შესახებ განაცხადა კომპანია „კრიმსკიე მორსკიე პორტი”-ს გენერალურმა დირექტორმა ალექსეი ვოლკოვმა.

კიევში კი კიდევ ერთი შეტაკების შესახებ იტყობინებიან, რომლის დროსაც რუსული საბრძოლო ხომალდი დაზიანდა. ამ ინფორმაციის თანახმად, შეტაკება უკვე აზოვის ზღვაში მოხდა, რის შედეგადაც დაზიანებები მიიღო რუსეთის სანაპირო დაცვის კატარღა „ამეტისტმა”. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფილი მეთაური სერგეი გაიდუკი გამოცემა „112 უკრაინა”-სთან საუბრობს.

ყველაფერი დღეს დილით მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ სამი უკრაინული სამხედრო ხომალდი – საარტილერიო ჯავშნოსანი კატერები „ბერდიანსკი” და „ნიკოპოლი”, ასევე რეიდული ბუქსირი „იანა კაპუ” – ოდესის პორტიდან გამოვიდა და ქერჩის სრუტისაკენ აიღო გეზი.

რუსული მხარის ცნობით, ეს გადაადგილება მათთან არ იყო შეთანხმებული და ამასთან, უკრაინული გემები რუსეთის ტერიტორიულ წყლებშიც შევიდნენ.

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ოდესიდან აზოვის ზღვაში მდებარე მარიუპოლის პორტისკენ 3 ხომალდის გადაადგილების შესახებ მათ წინასწარ აცნობეს რუსებს. გარდა ამისა, ოფიციალური კიევი მოსკოვს საზღვაო პროვოკაციაშიც ადანაშაულებს, რომლის დროსაც რუსულმა საბრძოლო კატარღა „დონ”-მა უკრაინულ „იანი კაპუზე” ტარანი განახორციელა, რის შედეგადაც მას მთავარი ძრავა დაუზიანდა.

მოგვიანებით რუსულმა მხარემ ამ ინციდენტის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა სპეციალური განცხადება, რომლის თანახმადაც სასწრაფოდ უნდა მოხდეს რუსეთის საქციელზე რეაგირება, რადგან ეს საფრთხეს უქმნის შავი ზღვის რეგიონში არსებული ყველა სახელმწიფოს:

„რუსეთის პროვოკაციურმა ქმედებებმა შავ და აზოვის ზღვებში საზღვარს გადააჭარბა და აგრესიული სახე მიიღო. რუსულმა გემებმა უკანონოდ გამოიყენა ძალა უკრაინული ხომალდების წინააღმდეგ, რითაც დაარღვია ნავიგაციის თავისუფლება. ასეთი ქმედებები საზიფათოა შავი ზღვის რეგიონში არსებული ყველა სახელმწიფოსთვის და, შესაბამისად, მოითხოვს მოითხოვს მკაფიო რეაგირებას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან”, – წერია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

resonancedaily.com

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.