“ათასობით დამალული ლარი თანამდებობის პირთა დეკლარაციებში”

„ნაციონალური მოძრაობა“ მოქმედი და ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების დეკლარაციებში არსებული შეუსაბამობებიდან გამომდინარე პროკურატურას გამოძიების დაწყებას მოთხოვნით მიმართავს.

ენმ-ის წევრს, ლევან ხაბეიშვილს განცხადება საგამოძიებო უწყებაში დღეს დილით შეაქვს.

„მივმართავთ პროკურატურას გამოიძიონ, როგორ მოხდა, რომ ასი ათასობით ლარის აცდენა ჰქონდა კვირიკაშვილს დეკლარაციაში, ასევე, ქუმსიშვილს. როგორ მოხდა, რომ ასი ათასობით ქონება შეიძინა ვანო ზარდიაშვილმა მას შემდეგ, რაც გახდა „ქართული ოცნების“ წევრი. ყოფილი პროკურორი ფარცხალაძე, ფაქტობრივად, ერთ დღეში გახდა მილიონერი და მან ორ მილიონ ნახევარი ლარის ქონება შეიძინა მას შემდეგ, რაც პროკურორობიდან გადადგა,“ – განაცხადა ხაბეიშვილმა.

pirveliradio.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.