ათი წელი აგვისტოს ომიდან – 5 აგვისტოს როკის გვირაბთან ათასობით რუსული სამხედრო ტექნიკა და ჯარი იყო მობილიზებული

ათი წელი აგვისტოს ომიდან – 5 აგვისტოს, ზუსტად ამ დღეს როკის გვირაბის ჩრდილოეთით, რუსეთის მხარეს სამხედრო მძიმე ტექნიკის ათასობით ერთეული და ათასობით ჯარისკაცი იყო მობილიზებული და საქართველოში შემოსვლას ელოდებოდა.

მათ ნაწილს კი გვირაბი უკვე გადმოკვეთილი ჰქონდა და უკვე საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა. ცხინვალის რეგიონში იყო მობილიზებული ათეულობით რუსი ჟურნალისტიც, მათ უკვე ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მალე აქ რაღაც მნიშვნლოვანი მოხდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე 5 აგვისტოს რუსეთს სრულ მზადყოფნაში ჰყავდა მოყვანილი სამხედრო ძალას, რომელიც წუთი წუთზე როკის გვირაბს გადმოკვეთდა, კრემლი დღესაც ამტკიცებს, რომ 8 აგვისტოს იძულებული გახდა ცხინვალის მოსახლეობა ქართველებისგან დაეცვა.

სიმართლე კი სრულიად სხვანაირი იყო და ამაზე მარტივად მეტყველებს ფაქტები, რომლებიც თვითონ რუსებს აქვთ დაფიქსირებული და თავად რუსულ მედიას აქვს გავრცელებული. ორ დღეში კი საქართველოს უკვე ბომბავდნენ.

ავტორი: თენგიზ გოგოტიშვილი
rustavi2.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.