აკაკი ზოიძე: ამ ქვეყანაში უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, მაგრამ ეს ადგილი უნდა იყოს ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის უსაფრთხო

,,ამ ქვეყანაში უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, მაგრამ ეს ადგილები უნდა იყოს ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის უსაფრთხო”,- ამის შესახებ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროს საბოლოო ვადა მიეცა და კანონპროექტის მიღება სწრაფად მოხდება.

,, ჩვენ გავეცნობით დეტალებში. ოპტიმალური პოზიციებია შეჯერებული. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ითხოვა კიდევ ერთი კვირა. ამ ერთი კვირის შემდეგ პოზიციების შეჯერება მოხდება და გავიტანთ პლენარულ სესიაში. ძალიან მოკლე დროში შევძლებთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი კანონის მიღებას, რომელიც ეფექტურ შრომის ინსპექციას შექმნის. ამ ქვეყანაში უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, მაგრამ ეს ადგილი უნდა იყოს ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის უსაფრთხო”,- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის განხილვა გადაიდო. დეპუტატებს დღეს ცვლილებებზე მეორე მოსმენით უნდა ემსჯელათ, თუმცა შეხვედრა ერთი კვირით გადაიდო. როგორც “პრაიმტაიმს” , EMC-ის სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორმა ლინა ღვინიანიძემ განუცხადა, არის რამდენიმე საკითხი, რომელსაც ამ დროისთვის ეკონომიკის სამინისტრო არ ეთანხმება და ეს პერიოდი, რომელიც მათ აქვთ შესაძლოა კანონპროექტის დასუსტებისთვის იქნეს გამოყენებული.

ავტორი: სალომე ჩადუნელი

 

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.