აკაკი ზოიძე: დღეს პენსია საარსებო მინიმუმზე მეტია

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ პენსიების ზრდის საკითხზე განცხადება გააკეთა:

“დღეს პენსია საარსებო მინიმუმზე მეტია. რასაკვირველია, ეს საკმარისი არაა და ჩვენ მხოლოდ ვემხრობით, თუ გვექნება საშუალება გაიზარდოს პენსია. ჩვენი გაცხადებული გეგმები ცნობილია, რომ დაგროვებით პენსიასთან ერთად, ეკონომიკური ზრდის, თუ ფასების ზრდის პარალელურად პენსიონერებისთვის პენსიები გაზრდილიყო. ეს მთავრობამ გაითვალისწინა და ველოდებით, რომ 2019 და 2020 წლებში პენსიები 20-20 ლარით გაიზრდება. ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ პენსიონერი არ იყოს პოლიტიკოსზე წინასაარჩევნოდ დამოკიდებული, საჯილდოო ქვადაა პენსიის ზრდა გადაქცეული, ახლა ყველას ეცოდინება, რამდენით გაეზრდება პენსია, ეკონომიკური ზრდის პარალელურად, “- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

paqtebi.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.