აკაკი ზოიძე – სახელმწიფო უწყებებში საახალწლო პრემიები მინისტრებისა და დეპარტამენტის უფროსებისთვის არ არის გათვალისწინებული

სახელმწიფო უწყებებში საახალწლო პრემიები მინისტრებისა და დეპარტამენტის უფროსებისთვის არ არის გათვალისწინებული, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სამინისტროები ცდილობენ, ხარჯები შეამცირონ, ოღონდ ეს არ მოხდეს ადამიანების დათხოვნის ხარჯზე.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ სანამ კერძო სექტორში არ შეიქმნება კონკრეტული სამუშაო ადგილები, რთულია შევამციროთ შტატები. ეს ძალიან დიდი პრობლემაა. მიუხედავად ამისა სამინისტროები ცდილობენ, რომ კონკრეტული ადამიანები არ დაითხოვონ და შეამცირონ ხარჯები. მაგალითად პრემიები ამ საახალწლოდ გაიცემა მხოლოდ დაბალ რგოლზე და მინისტრი და დეპარტამენტის უფროსისთვის არაა გათვალისწინებული. შემცირდება ხარჯები საწვავზე, მივლინებებზე, მანქანებზე, მაგრამ მაინც ხდება ის, რომ ეს გარკვეულ ადამიანებს შეეხება და ეს ძალიან სამწუხაროა”,- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.
%d bloggers like this: