ალეკო ელისაშვილი: ისეთი კომუნალური გადასახადები მოდის, ცუდად არის საქმე

„ამ დაჭაობებულ ქვეყანას რეალურად ჭაობიდან ამოყვანა სჭირდება. ასე ცხოვრება არ შეიძლება“, – ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა „პალიტრა ნიუსის“ ეთერში განაცხადა.

ალეკო ელისაშვილი საზოგადოებრივი-პოლიტიკური მოძრაობის დაარსებას გეგმავს, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ელისაშვილი არც საპრეზიდენტო არჩევნებზე ფიქრს გამორიცხავს.

„ყოველდღე ვიღვიძებ და ვხედავ, ეს გაძვირდა, ის გაძვირდა. ადრე საკრებულოს საქმეებში უფრო აქტიურად რომ ვიყავი ჩართული, ამ საყოფაცხოვრებო დარდს იმდენად ვერ ვადევნებდი თვალ-ყურს. ეს ქვითრები ისეთი მოდის თვიდან თვემდე, ეს არის ერთი ნიშნანი იმის, რომ ცუდად არის საქმე“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.