ალექსანდრე ელისაშვილი ცესკომ თბილისის მერობის კანდიდატად დაარეგისტრირა

ალექსანდრე ელისაშვილი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად ოფიციალურად უკვე დაარეგისტრირა. შესაბამისი აქტი ცესკომ გუშინ გამოსცა. ამის შესახებ ელისაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მხარდამჭერების მიერ შეგროვებული ხელმოწერები მას გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

”გუშინ საღამოს, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აქტი გამოსცა და მე დამარეგისტრირა თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად. როგორც ცნობილია, შემჭიდროებულ ვადებში მომთხოვეს 10 000 ხელმოწერის მიტანა და ჩვენ ორჯერ უფრო მეტი – 20000 ხელმოწერა მივიტანეთ.შედეგად. ხელისუფლება იძულებული გახდა ანგარიში გაეწია ხალხის არნახული ენთუზიაზმისთვის და მოსახლეობის საოცარმა თავდადებამ, ხალხის მხარდაჭერამ თავისი გაიტანა. ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში ერთის მხრივ ჩავშალეთ ხელისუფლების გეგმა, რომ მე ბიუროკრატიული ხერხებით დავრჩენილიყავი საარჩევნო პროცესის მიღმა. მეორე მხრივ, უკვე მივაღწიეთ ერთ მცირე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას. ეს გამარჯვება, ხელმოწერების შეგროვების დროს გამოვლენილი ენთუზიაზმი მარწმუნებს იმაში, რომ ოქტომბრის ბოლოს ჩვენ თბილისში ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას მივაღწევთ ხალხთან ერთად”, – განაცხადა ელისაშვილმა.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

 

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.