“ამას ივანიშვილო უბრალო ენაზე უბადრუკობა და არარაობად ქცევა ჰქვია!”

საინტერესოდ ვითარდება მოვლენები, გაუკუღმართებული ცხოვრების წესი, რომ მიუღებელია განსაკუთრებით ჩვენნაირი ქვეყნისთვის, უდიდესი ტრადიციების და ქრისტიანი, მართლმადიდებელი ხალხისთვის ეს გასაგებია, მაგრამ რას აკეთებს ხელისუფლება და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილი, ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების: კორუფციის, კრიმინალის, ყოველდღიური ტერიტორიების დაკარგვის, სავარაუდოდ ეკლესიაში შეჭრისა და იქ გადატრიალების გადასაფარად?

მან და მისმა ხელისუფლებამ გამოყარეს მათი მართული გოჭები საზოგადოების ყურადღების გადასატანად.

ეს მართული ძალები დიდი ალბათობით დაკავშირებულნი არიან სხვადასხვა დოზით რუსულ სპეცსამსახურებთან, მათ ფონდებთან და ფინანსდებიან ოკუპანტი ქვეყნისგან მართლმადიდებლობის დაცვის საფარ ქვეშ.

აქ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ რომელიმე მათი ე.წ. ლიდერი როდის იყო ბოლოს საოკუპაციო ხაზთან ჩასული და როდის აპროტესტებდა რუსულ ოკუპაციას ან თუნდაც კორუფციას ხელისუფლებაში, სიღატაკის გამო ქვეყნიდან უამრავი ახალგაზრდის გადინებას (ჩამონათვალი დიდია)?

მარტივია ძალიან იმის გამოცნობა თუ რა დღეშია დღეს ივანიშვილი და მისი ოცნება თავისი დაკარგული ღირსებით, ცრუ დაპირებებით. ამას ივანიშვილო უბრალო ენაზე უბადრუკობა და არარაობად ქცევა ჰქვია!

წერს საკუთარი ფეისბუქ გვერძე სამოქალაქო აქტივისტი, ალუდა შამანაური

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.