ამერიკელები ახალი თაობის ჯავშანჟილეტებს ობობის ქსელისაგან დაამზადებენ

10 წლის შემდეგ აშშ-ს არმია შეიარაღებაში მიიღებს ახალი თაობის ძალზედ მსუბუქ ჯავშანჟილეტებს. ამასთან მასალა რისგანაც დამზადდება ჯავშანჟილეტი არ იქნება კევლარის მორიგი ქვესახეობა: ჯავშანჟილეტს დაამზადებენ ობობის ქსელისაგან. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ამერიკული გამოცემა We Are The Mighty.

ობობის ქსელისაგან დამზადებული ჟილეტი

ობობის ქსელისაგან მასალის დამზადების იდეა სიახლე არ არის, მაგრამ ამ ინდუსტრიის განვითარებას ხელს უშლიდა მისი მაღალი შრომატევადობა. მაგალითისათვის,ზემოთ ნაჩვენებ ფოტოზე აღბეჭდილი ჟილეტის მოსაქსოვად საჭირო გახდა 8 წელი და 1 მილიონი (!) ობობა.«ობობის აბრეშუმი» — ეს არის სითხე, რომელიც გამოშრობისას გარდაიქმნება ძალზედ ნყარ ძაფად,რომლის სიმყარე და სისქე დამოკიდებულია იმაზე,თუ რა მიზნისთვის ქსოვს ობობა მას — მაგალითად, სანადიროდ ან კვერცხების დასადები ბადის მოსაქსოვად. ესეთი მასალა ძალზედ ელასტიურია, ის  მრავალჯერ აღემატება ფოლადის ძაფს სიმყარით და მისგან შესაძლებელია ქსოვილის დამზადება რომელსაც შეეძლება ტყვიის შეჩერება. ამ დრომდე არსებობდა ერთი პრობლემა რის გამოც ვერ ხერხდებოდა მისი ტესტირება ტყვიის შეკავებაზე-ეს იყო «ობობის აბრეშუმის» საკმაო რაოდენობის მასალის ქონა.

ბალისტიკური ცდებისათცის დამზადებული ქსოვილები

ამგარ ამჟამად სიტუაცია შეიცვალა. იუტას შტატის უნივერსიტეტის სწავლულებმა ჩვეულებრივი აბრეშუმის ჭიის დნმ-ში შეიყვანეს გენი,რომლებიც ამის შემდეგ იწყებენ ობობის ქსელის ძაფისმაგვარი ძაფის წარმოებას. ეს ქსოვილი რომელსაც უკვე შეარქვეს სახელი «დრაკონის აბრეშუმი», იქმნება ობობების მონაწილეობის გარეშე.

http://arma.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.