ამერიკელებმა 2015 წელს ამოუცნობი მფრინავი ობიექტი დააფიქსირეს (ვიდეო)

ორგანიზაციამ To The Stars Academy of Art and Science (TTSA) გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც აშშ-ის თავდაცვის სამინისტროსგან მიიღეს და მასზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტია გამოსახული.

2015 წელს გადაღებულ ვიდეოზე ნაჩვენებია, როგორ დააფიქსირებს გამანადგურებლის მეთვალყურეობის სისტემა  F/A-18 Super Hornet-ი გაურკვეველ ობიექტს, რომელიც უდიდესი სიჩქარით მოძრაობს. გადაღების ადგილი და დრო არ სახელდება.

TTSA-ს არც იმის შესახებ აცხადებს, საიდან აქვთ ეს ვიდეო, თუმცა ამტკიცებენ, რომ მედიის წარმომადგენლებს მისი მიღება აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში შეუძლიათ, თავისუფალი ინფორმაციის მიღების კანონის შესაბამისად.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ გასული წლის დეკემბერში განაცხადა, რომ უცხოპლანეტელებზე ჩანაწერს გამოაქვეყნებდა, თუმცა პენტაგონს მსგავსი ვიდეო ჯერ არ გამოუქვეყნებია.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.