“ამერიკის მთავრობა იდიოტებად გამოჰყავს, “ოცნება” გადაყვება ამ განცხადებებს” – ექსპერტი

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი, თორნიკე შარაშენიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მწვავე ანგარიშზე, საქართველოს ხელისუფლების რეაგირებას და კომენტარებს “ტრაგიკომედიას” უწოდებს. 

ექსპერტი “ნიუპოსტთან” ამბობს, რომ “ქართულ ოცნებას” ამერიკის მთავრობა იდიოტად გამოჰყავს, რაც ისედაც შემცირებულ მხარდაჭერას კიდევ უფრო ამცირებს. 

შარაშენიძე ამბობს, რომ მსგავს განცხადებებსა და ქმედებებს ხელისუფლება გადაყვება. 

“საქართველოს განცხადფებები ტრაგიკომიკურია. ერთი გასაგებია, რომ შეურაცხყოფას აყენებენ არასამთავრობოებს, რომ თითქოს ისინი იტყუებიან და უსინდისოები არიან, პლუს ამას შეურაცხყოფას აყენებენ ამერიკის მთავრობას, რომლებიც თურმე არიან იდიოტები და რომლებსაც თურმე მატყუარა არასამთავრობოების სჯერა. სხვა თუ არაფერი საქართველოს ხელისუფლებამ ის მაინც უნდა იცოდეს, რომ ამერიკის მთავრობა ეყრდნობა ასევე აშშ-ის საელჩოს მიერ მოგროვებულ ინფორმაციას. როგირც ვუყურებთ, ამერიკის მიერ მხარდაჭერა ძალიან შემცირებულია, სავარაუდოდ კიდევ უფრო შემცირდება და ჩემი აზრით, ეს მთავრობა ამას საბოლოო ჯამში გადაყვება”- განაცხადა “ნიუპოსტთან” თორნიკე შარაშენიძემ. 

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში 47 გვერდი საქართველოს ეთმობა. დოკუმანტის ავტორები მძიმე შეფასებას აძლევენ საპრეზიდენტო არჩვნებს და აღნიშნავენ, რომ ეს იყო სანიმუშოდ ცუდი არჩევნები. დოკუმენტში მოხვდა მედიაზე ზეწოლა, დანახული და ხაზგასმულია სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები. საუბარიასახელისუფლებო კორუფციაზე. ანგარიშში ნახსენებია წამება ციხეებში. უმძიმეს შეფასებებს შორისაა გახმაურებული მკვლელობები.

წყარო: “ნიუპოსტი”

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.