ამერიკული მეექვსე თაობის გამანადგურებელი – ლაზერული იარაღი, ბევრად უჩინარი და ფრენის საგრძნობლად დიდი მანძილი (ფოტო)

შეერთებულ შტატებში გაავრცელეს ინფორმაცია მეექვსე თაობის გამანადგურებლის შესახებ: ლაზერული იარაღი და ფრენის საგრძნობლად დიდი მანძილი. აშშ-ში წარმოადგინეს კენცეფცია მეექვსე თაობის გამანადგურებლის შესახებ. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სხვადასხვა დანიშნულების უახლოეს შეიარაღებასთან ერთად მიემატება ლაზერული შეიარაღებაც, ხოლო მისი დიზაინი კი ვიზუალურად სტელს-ბომბდამშენის B-2 და უპილიტო საფრენი აპარატის X-47B ნაზავი იქნება,ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს გამომცემლობა BreakingDefense.

გამომცემლობაში აღნიშნეს რომ კომპანია Northrop Grumman-ის სპეციალისტებმა მათ გააცნეს თვითმფრინავის მახასიათებლების ზოგიერთი დეტალი, მაგალითად თვითმფრინავს შეეძლება ძალზედ დიდ მანძილზე მოქმედება და შეეძლება საბრძოლო მარაგის დიდი ოდენობის ტარება,ასევე ამაღლებულია მისი სიცოცხლისუნარიანობა,და რაც ყველაზე მთავარია ახალი გამანადგურებელი F-35 და F-22 -თან შედარებით ბევრად უჩინარი იქნება.

истребитель шестого поколения США

ჯერჯერობით თვითმფრინავი კონცეპციის სახით არის წარმოდგენილი, მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ ლაზერული იარაღის დადგმის შემთხვევაში კონსტრუქტორებს მოუწევთ რთული ამოცანის გადაჭრა,კერძოდ სითბური გამოსხივების გადანაწილება  – აღნიშნავს Breaking Defense.

ლაზერული იარაღის,რომელიც გამოყოფს გარკვეული რაოდენობის სითბოს,ასევე ელექტრონიკის მუშაობის უზრუნველყოფის სისტემები და რეაქტიული ძრავები რთული ამოცანის წინაშე აყენებს  კონსტრუქტორებს,ამ ყველაფრის გათვალისწინებით მათ უნდა უზრუნველყოთ თვითმფრინავის ნაკლებშემჩნევადობა-აღნიშნავს Breaking Defense. 

გამომცემლობა ასევე აღნიშნავს რომ,მეექვსე თაობის ახალი თვითმფრინავი შესაძლოა გაბარიტებში ბევრად დიდი გამოდგეს ვიდრე ამჟამად არსებული საბრძოლო თვითმფრინავები.

Истребитель шестого поколения США
http://arma.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.