ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენი B-21 გამანადგურებლების მკვლელად იქცევა

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ახალი თაობის ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენი B-21 შეიარაღდება «ჰაერი-ჰაერი» კლასის რაკეტებით.

ახალ ამერიკულ  სტელს-ბომბდამშენს B-21 Raider-ს ექნება შესაძლებლობა გამართოს საჰაერო ბრძოლები და გაანადგუროს მოწინააღმდეგის გამანადგურებლები. ჟურნალ Air Force Magazine -ს სტატიაში გენერალ-მაიორი სქოთ ლ, პლეუსი (Scott L. Pleus) აღნიშნავს რომ,შემდეგი თაობის ბომბდამშენი აღიჭურვება თავაცვითი საშუალებებით.ჟურნალის შემდეგ ნომერში გენერალმა გაასაჯაროვა ზოგიერთი ტექნიკური დეტალი და კონცეპუალური ტიპის საკითხები-მან განაცხადა რომ «B-21 გააჩნია შესაძლებლობები გამოიყენოს  „ჰაერი-ჰაერი“»კლასის რაკეტები. ასრე  აცხადებდნენ რომ  ახალი B-21 Raider — ეს არის შორ მანძილზე მოქმედი თვითმფრინავი,რომელსაც შეუძლია შეაღწიოს მოწინააღმდეგის ანტისაჰაერო სისტემებით დაცულ ტერიტორიაზე და შეასრულოს ნებისმიერი სტრატეგიული მისია,ასევე აღნიშნავდნენ რომ თვითმფრინავი გამოირჩევა მაღალი სიცოცხისუნარიანობით საბრძოლო მოქმედებების დროს.

Defence Blog-ის ინფორმაციით,წყაროები რომლებიც იცნობდნენ ახალი ბომბდამშენის დეტალებს,ერთხმად აღნიშნავდნენ რომ  B-21 აღიჭურვებოდა ახალი ტიპის რადარებით,მათი წყალობით მოხდებოდა საჰაერო სამიზნეების აღმოჩენა და განადგურება.

თვითმფრინავი B-21 — ახალი თაობის სტრატეგიული ბომბდამშენი,რომელიც ახლო მომავალში ჩაანაცვლებს აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალებში არსებულ ამ კლასის ყველა თვითმფრინავს: B-1B, B-2 და B-52H. კონცეპტუალური თვალსაზრისით B-21 წააგავს ბომბდამშენს  B-2: ის იქნება რადარებისათვის უხილავი, ზებგერამდელი სიჩქარით და აეროდინამიური სქემით «მფრინავი ფრთა» აგებული. კონსტრუქციის გასაიაფებლად შემქმნელებმა შესაძლოა შეამცირონ საბრძოლო რადიუსი და შეიარაღების რაოდენობა:B-2-თან შედარებით რომელიც ძალზედ ძვირი გამოდგა, B-21-ის ღირებულება სავარაუდოდ იქნება 500 მილიონი დოლარი.

გავრცელებული ინფორმაციით პირველი ეგზემპლიარი ჰაერში აფრინდება 2021 წელს.

http://arma.ge/

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.