ამერიკული Apache გახდება ყველაზე შორსმსროლელი ვერტმფრენი მსოფლიოში

ამერიკული Apache გახდება ყველაზე შორსმსროლელი ვერტმფრენი მსოფლიოში,რომლის სროლის მანძილიც 3-ჯერ მეტი იქნება ვიდრე რუსული  Ка-52 და Ми-28-ს მიერ გაშვებული რაკეტების ფრენის მანძილი

აშშ-ს არმია აგვისტოში მოახდენს რაკეტა Spike NLOS -ის გაშვებას ვერტმფრენის Boeing AH-64E Apache-ს ბორტიდან. ცდები ჩატარდება არიზონას შტატში,იუტას პოლიგონზე.ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს Nakes Science.

ცდების მიზანია დადგინდეს რამდენად შესაძლებელია აშშ-ს საფრენი აპარატებიდან ებრაული რაკეტის  Spike NLOS ეფექტური გაშვება,რაც ჩამოაყალიბებს მომავლის ვერტმფრენებისათვის და საბრძოლო მასალებისათვის მოთხოვნილებების ფორმულირებას.

Spike — ეს არის ისრაელის კომპანიის Rafael-ის მიერ შექმნილი მრავალფუნქციური ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების ოჯახის წარმომადგენელი. ამ მომენტისათვია Spike NLOS — ითვლება მსოფლიოში ამ კლასის წარმომადგენელთა შორის ერთერთ საუკეთესო კომპლექსად.

Spike NLOS -ს მოქმედების რადიუსი შეადგენს 25 კილომეტრს, რაც რამოდენიმეჯერ აღემატება ამერიკულ საქვეყნოდ ცნობილ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს Hellfire,ასევე  რუსული წარმოების რაკეტებს «Вихрь» და «Атака».

აქვე უნდა აღინიშნოს რომ რაკეტა მუშაობს პრინციპით «გაისროლე-დაივიწყე».

http://arma.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.