ამერიკულ სანქციებს რუსეთის ეკონომიკა რეცესისკენ მიჰყავს

რა შედეგები ექნება რუსეთისთვის აშშ-ს მიერ 6 აპრილს შემოღებულ სანცქიებს?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ცდილობს რუსეთი ეკონომიკის უმაღლესი სკოლა, რომელიც აქვეყნებს შესაბამის მოხსენებას.

ინსტიტუტის ექსპერტთა აზრით, მოკლევადიან პერსპექტივაში სანქციები მოახდენს შესამჩნევ, მაგრამ შეზღუდულ ზემოქმედებას. მათი ეფექტი ამოიწურება 1-2 წელიწადში, თუმცა, მთლიანობაში ნეგატიური გავლენა შენარჩუნდება ფუნდამენტალურ დონეზე – ეს იქნება უცხოური ინვესტიციების შემცირება, საგარეო ბაზრებზე გასვლის გართულება, და ა.შ.

ინსტიტუტის აზრით, სანქციები გლობალურად გააუარესებეს რუსეთის კონკურენტუნარიანობას და შეაცირებს ეკონომიკური ზრდის ტემპებს.

„რუსეთის ფინანსურ ბაზრებზე სიტუაცია გაუარესდება  სანქციების ქვეშ მოხვედრილი კომპანიების აქტივების იძულებითი გაყიდვის და რისკების ზრდის გამო. 2018 წელს კაპიტალის გადინება რუსეთიდან გაიზდება 20 მლრდ. დოლარით – 29-დან 49 მლრდ-მდე.

ასევე შემცირება ექსპოტრი – 3-4 მლრდ. დოლარით, რაც გამოიწვევს რუბლის კურსის დევალვაციას საშუალოდ 2018 წლის მანძილზე 61 რუბლამდე დოლართან მიმართებაში. ხოლო ნახტომები  65 რუბლამდე იყო პანიკის შედეგი, და შესაბამისად,  დროებითი.

მაშინაც კი, თუ რუბლი მეტად არ შესუსტდება, უკვე არსებული დევალვაციის დონე საკმარისია იმისთვის რომ ფასები გაიზარდოს დაგეგმილზე მეტად –  4,3%-ით პროგნოზირებულ 3,6%-თან შედარებით.

ფინანსური რისკებიდან გამონდინარე სავარაუდოთ ცენტრალური ბანკის რეფინანსირების პროცენტი დარჩება უცვლელი  – 7,25%.

ამ ფაქტორების გამო, 2018 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდა (ნავთბზე საშუალო ფასით 67 დოლარი) შენელდება მოსალოდნელი 1,9%-დან 1,7%-მდე.

სიტუაცია ცალსახად გაუარესდება რუსეთის მხრიდან საპასუხო სანქციების მიღების შემთხვევაში – რუსეთის ეკონომიკა იმდენად მცირეა აშშ-სთან შედარებით, რომ შეზღუდვები იქნება თითქმის შეუმჩნეველი ამერიკისთვის, სამაგიეროდ სერიოზულად დააზარალებს თავად რუსეთს.

კონტრსანქციები გამოიწვევენ  კაპიტალის კიდევ უფრო დიდ გადინებას და რუსული ექსპორტის შეცმირებას.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ ოფიციალურ ამერიკულ სანქციებს ყოველთვის მოყვება არაოფიციალური – როდესაც საერთაშორისო კაპიტალი თავს არიდებს იმ რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობას, რომლებსაც არ შეეხოთ შეზღუდვები – ამ შენმთხვევაში  ყველა უფრთხილდება რეპუტაციას, და ყველას ეშინია სანქციების გაფართოვების.

მაშინაც კი, თუ არ იქნება შემდგომი ესკალაცია, უკვე შემოღებული სანქციების მიერ დაზარალებულ რუსულ კომპანიებს აუცილებლად დასჭირდებათ ფინანსური დახმარება მთავრობისგან. სანქციების ქვეშ მყოფ და მათთან მომიჯნავე კომპანიებში  მდგომარეობა გარანტირებულად გაუარესდება, და ამას შეუძლია სოციალური დაძაბულობის გამოწვევა.

თანაც მთავრობას მოუწევს არჩევანის გაკეთება – რამდენი დახარჯოს დაზარალებული მსხვილი ბიზნესის დახმარებაზე,  და რამდენი დაოტიოვის გრძელვადიან მიზნებზე – ინფრასტუქტურის და ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე.

ზოგადად, სანქციების ომი აძლიერებს რუსეთი ეკონომიკის ისედაც გაზრდილ იზოლაციას,  ხელს უწყობს შემდგომ ტექნოლოგიურ ჩამორჩენას, და ეკონომუიკური ზრდის დაბალი ტემპების შემარჩუნებას.

ასევე არაა გამრიცხული, რომ სანქციებმა გამოიწვიონ ეკონომიკური რეცესია, თუმცა მოცემულ ეტაპზე ამის ნიშნები არ ჩანს.,

ბოლო ნახევარი წლის მანძილზე გაძვირებული ნავთობი და საბიუჯეტო სფეროში ხელფასების ზრდა ქმნიან მოსახლეობის ხარჯების დადებით დინამიკას, რაც ასევე ხელს უწყობს ეკონომიკური ზდრის შენარჩუნებას, თუმცა ის რჩება ძალიან მოკრძალებული“  – ნათქვამია მოხსენებაში.

წყარო : news.rambler.ru

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.