ამჯერად სამსჯავროზეა ვახტანგ VI-ის მიერ განხორციელებული პოლიტიკა – სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის იმიტირებული სასამართლო პროცესი

პ ო ლ ი ტ ი კ ა ს ა მ ს ჯ ა ვ რ ო ზ ე – სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე გრძელდება იმიტირებული სასამართლო პროცესები.

ამჯერად სამსჯავროზეა ვახტანგ VI-ის მიერ განხორციელებული პოლიტიკა, რამდენად შეესაბამებოდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს! ამის გარკვევას იმიტირებულ სასამართლო პროცესზე შეეცდება ნახევარფინალში გასული 2 გუნდი, ბრალდების მხარე მაატი და დაცვის მხარე ბლიცკრიგი. მაშ ასე, სამსჯავროზეა წარმოებული პოლიტიკა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურისა: ქართლის მეფე (იგივე, ჰუსეინ ყული-ხანი, შაჰის მიერ ირანის ჯარების სპასალარად და ქართლის პროვინციის ოფიციალურ მმართველად დანიშნული მუსლიმანი მოხელე), ყოველივე ქარ-თულის პატრიოტი სახელმწიფო-საზოგადოებრივი მოღვაწე, პოეტი, მთარგმნელი, ისტორიკოსი, მეცნიერი, ქართული სტამბის დამარსებელი, რუსთველოლოგიის პიონერი; შემოქმედი კანონთა წიგნისა, „დასტურლამალისა“ და სხვ.

ბ რ ა ლ დ ე ბ ი ს მხარე, გუნდი „მაატი’’
1. მარიამ ნოზაძე (სტუ, კაპიტანი);
2. ლევან გიგაია (თსუ);
3. ნიკოლოზ კრაწაშვილი (თსუ);
4. მაია სირაბიძე (სტუ);
5. ანასტასია ყოჩიაშვილი (სტუ);
6. გვანცა წახნაკია (სტუ);
7. გიორგი ხარატიშვილი (სეუ).
გუნდის მენტორები: პროფ. მანანა დარჩაშვილი- პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობე-ბის მიმართულებით; პროფ. ნინო ნიშნიანიძე – სამართლის მიმართულებით. 
გუნდს ბრალდების მასტერკლასი ჩაუტარა – პროკურორმა ირაკლი მინაშვილმა

დ ა ც ვ ი ს მხარე, გუნდი ,,ბლიცკრიგი’’
1. ზაირა ბრეგვაძე (საბაუნი,კაპიტანი);
2. ანა გაბეხაძე (ილიაუნი);
3. ანა ელიაძე (სტუ);
4. ელენე კალანდაძე (სტუ);
5. ეთერი ნიკიფოროვა (სტუ);
6. გიორგი პიტიურიშვილი (სტუ);
7. დავით ქანთარია (თსუ).
გუნდის მენტორები: პროფ. ავთანდილ სონ-ღულაშვილი – პოლიტიკისა და საერთაშ. ურ-თიერთობების მიმართულებით; პროფ. მარიამ ჯიქია – სამართლის მიმართულებით. გუნდს დაცვის მასტერკლასი ჩაუტარა – ადვოკატმა ნინო ხუნაშვილმა

ნაფიცი მსაჯულები: სტუ-ს პროფესორები, ყოფილი სახელმწიფო-პოლიტიკური და მთავარი საჯარო თანამდებობის პირები, საპარლამენტო ლეგიტიმაციის მქონე პარტიების წარმომადგენლები და სხვ. 
სასამართლოს თავმჯდომარეა: ფაკულტეტის დეკანი, პროფ. ირაკლი გაბისონია
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი

ჰენრი კუპრაშვილი

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.