„ამ გარეწრებს ნამგალი უნდა დავაჭერინოთ ხელში, ეგებ მუშაობის დროს, ცოტა მაინც შეუყვარდეთ ეს ქვეყანა“

პარტიის „კანონი და სამართალი“ დამფუძნებელი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს:

„იმაზე უარესად არის საქმე, ვიდრე მე მგონია, რადგან ყანდიაშვილ-ფოფხაძის „სტუ-კაცებმა” დაგვიწერეს, „კანონი და სამართალი” ეს პარტია რა „ნამგალი და უროთი” მოდიანო? ჰოდა, კანონი და სამართალი, რომ ნამგალი და ურო ჰგონია ამ ხელისუფლებას და მის რუსეთის დაქირავებულ „სტუკაცებს”, მაგიტომაც ვართ ამ ტალახშიი, ჰოდა მაგიტომაც მოვდივართ, რომ ამ გარეწრებს, რომლებიც საქართველოს მრავალი წელია ძირს უთხრიან ნამგალი დავაჭერინოთ ხელში კანონის ძალით და მიწას მოუარონ ქართულს, ეგებ მუშაობის დროს, ცოტა მაინც შეუყვარდეთ ეს ქვეყანა, შრომის დროს! მთელი ცხოვრება ამ ქვეყნის ბიუჯეტით ან უცხო ქვეყნიდან საკუთარი ქვეყნის გაყიდვისთვის აღებული ფულით ცხოვრობენ და ერთხელ ნამგალი არ ავაღებინოთ ხელში? ჰოდა ერთად დიდი გაერთიანებით, უნდა შევცვალოთ!“

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.