“ამ იდიოტ, ჩარჩ უზურპატორს ქვეყანას არ დავუთმობთ” – თაკო ჩარკვიანი

“აქ არის პრინციპის საკითხი, თორმე რა პრობლემაა, “რუსთავი 2” სხვა შენობაშიც გააგრძელებს მაუწყებლობას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გვარამია, რომელიც იურისტია, ბოლო ბერკეტს გამოიყენებს “რუსთავი 2″-ის დასაცავად” – ასე ეხმაურება პარტია “კანონი და სამართალის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

“თვითონ ფაქტი არის ამაზრზენი და საშინელი ქვეყნისთვის, რომლის ყველა ინსტიტუცია უზურპირებულია. საქართველოში 1921 წლის შემდეგ ასეთი მდგომარეობა არ ყოფილა, პირდაპირ პატრონყმობაა, კარგად მოიქცევი – ხელფასს მოგიმატებს, ცუდად მოიქცევი – მოგიხსნის. ქვეყნის სათავეში არის უზურპატორი, რომელსაც პუტინის სიტილი აქვს აღებული. აი, თურმე რატომ უნდოდა ასეთი სასამართლო და ეს მოსამართლეები, რომ ვერ ელეოდა. ხომ გამოჩნდა, რატომ ვიბრძოდით სასამართლო სისტემისთვის?! ბიძინას “სასამართლოში”, მისგან მოსყიდული და დარაზმული მოსამართლეების მიერ დამუშავებული მასალები მიეწოდა სტრასბურგის სასამართლოს და ასეთი მაღალი დემოკრატიული სტანდარტების სასამართლოსთვისაც ძალიან ძნელი დასაჯერებელია, რომ საქართველო ქვის ხანაში იმყოფება.

ჩქარობს ხელისუფლება შევიდეს “რუსთავი 2”-ში, მერე რა, იქნება ახალი ბიძინას ტელევიზია? პრინციპის საკითხია, თორემ რა პრობლემაა, “რუსთავი 2” სხვა შენობაშიც გააგრძელებს მაუწყებლობას, თუცმა დიდი იმედი მაქვს, გვარამია იურისტია და ბოლო ბერკეტებს გამოიყენებს “რუსთავი 2-ის” დასაცავად. სწორედ ახლა არის საჭირო ეროვნული ძალების კონსოლიდაცია, რადგან ხელისუფლების სათვეში არის უზურპატორი, რომელსაც სამართლებრივი გზით ვერ მოიშორებ, ყველაზე დიდი ძალა კი არის ხალხი. ამ იდიოტ, ჩარჩ უზურპატორს ქვეყანას არ დავუთმობთ” – განაცხადა “რეზონანსთან” თაკო ჩარკვიანმა.

ია აბულაშვილი

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.