“ამ 6 წლის განმავლობაში ამაზე დიდი საშინელება ამ მთავრობას ჯერ არ გაუკეთებია“

„მთელი ამ 6 წლის განმავლობაში ამაზე დიდი საშინელება ამ მთავრობას ჯერ არ გაუკეთებია“- ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომელმაც არ გამორიცხა, რომ ჰააგის სასამართლომ ქართველი სამხედროების დაკავების ორდერი გამოსცეს.

„ჩვენი იუსტიციის მინისტრი, ჩვენი სახელმწიფო, რომელიც უნდა იცავდეს ჩვენს სამხედროებს, ვინც დაიცვა ჩვენი ქვეყანა მაშინ რუსეთის საშინელი აგრესიის წინააღმდეგ, ის მათზე საუბრობს როგორც ვიღაცა უცხო ადამიანებზე. კი არ იცავს, არამედ საუბრობს, რომ იქ ვიღაცას დაკითხავს, თეა წულუკიანი პირადად და ეს ხელისუფლება წლების გამავლობაში ჩვენი ხელისუფლების ჯინაზე მთლიანად ისე წარმართა პროცესები, რომ დარტყმის ქვეშ დააყენოს სამხედროები, რომლებსაც მადლობა უნდათ ვუთხრა ყოველ დღე,“- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

pirveliradio.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.