ანაკლიის პორტი, სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის – საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი

ანაკლიის პორტი, ცალსახად ეს არის ინფრასტრუქტურული ინვესტიცია, რომელიც სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განუცხადა. მისი თქმით, ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებულ პროცესს ინტერესით აკვირდება.

“რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ცალსახად ეს არის ინფრასტრუქტურული ინვესტიცია, რომელიც სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ამიტომ ეს არის ის, რასაც ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვაყურს. იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ცხადი უნდობლობა არსებობს ზოგიერთ პარტნიორს შორის, რომელიც მოცემულ მომენტში პროცესში ჩართულია. ჩვენ ვხედავთ, რომ დისკუსიები მიმდინარეობს მედიაშიც და სხვაგანაც. ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა მხარე ერთიანდება, რათა აღნიშნული პროექტი ხორცშესხმული იხილონ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა. 

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.