„ანაკლიის პორტი უკვე მკვდარია, რადგან სახელმწიფო ჩაებღაუჭა ამ აქტივს“

„ანაკლიის პორტი უკვე მკვდარია, რადგან სახელმწიფო ჩაებღაუჭა ამ აქტივს და ქმნის უამრავ პრობლემას,“ – განაცხადა რადიო კომერსანტზე ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის დამფუძნებელმა , მათე გარდავამ, გადაცემაში „“პროფესიონალები“.

„ნებისმიერი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი პორტის არსებობა და განვითარება მნიშვნელოვანია. იმედია,რომ ეს პროცესი ცივილურად წარიმართება და არა ისე,როგორც აქ ხდება.

სასიკვდილო წინაპირობაა ის,რომ პორტი არ არის კერძო, სახელმწიფომ თავისი სიხარბე აქაც გამოავლინა და არ დათმო პორტი, რაც ართულებს ფულის მოზიდვას. მიუხედავად იმისა,რომ დროებითი მმართველობითი ჯგუფი მაინც ახერხებს ფინანსების მოზიდვას, რაც ნამდვილად მისასალმებელია და არ არის პატარა საქმე, მაინც არასაკმარისია არსებული თანხა. 


მაინტერესებს, სანამ საზღვარგარეთიდან ფინანსების მოზიდვაზე წავიდოდა საუბარი, რატომ გათიშეს ამ პროცესიდან ჩვენი მოქალაქეები, რატომ არ შეიძლებოდა ჩვენი ფინანსებით შევსულიყავით. ბევრი თავისუფალი ფულია ჩვენს ქვეყანაში, ისინი კონცენტრირებულია საბანკო ანაბრებში, იმიტომ რომ მფლობელს, უჭირს მონახოს ინვესტიცია,სადაც ამ ფულს დააბანდებს. შესაბამისად, ეს პორტი იქნებოდა ერთ-ერთი ასეთი ინვესტიცია. ანაკლიის პორტის თავი და ბოლო სახელმწიფოს ხელშია და სხვას ადანაშაულებს,რატომ ვერ მოიზიდე ფინანსებიო.
ანაკლიის პორტი უკვე მკვდარია, რადგან სახელმწიფო ჩაებღაუჭა ამ აქტივს და ქმნის უამრავ პრობლემას. ჩვენი ხელისუფლება გამოირჩევა განსაკუთრებული სოციალისტური მიდგომებით,რომლებიც არის ყალბი და მცდარი, სიხარბეზე დამყარებული. 


ზოგადად, მსოფლიოში ინვესტორები ეძებენ ისეთ ადგილებს,სადაც მეტია მოგება და გარანტიები. ამ შემთხვევაში, ჩვენი პლუსია ის,რომ გადასახადები მაინც ამ პერსპექტივიდან მცირე ჩანს, თორემ ჩემი აზრით, საკმაოდ მაღალი გადასახადები გვაქვს, მაგრამ მთავარი პრობლემა ის არის,რომ ანაკლიის პორტი ბაზარზე არაფერს წარმოადგენს, ის არ არის წარმოდგენილი როგორც ცოცხალი აქტივი. სახელმწიფომ თავიდანვე იცოდა,რომ ასე იქნებოდა, ძირშივე წინასწარ იყო განზრახული. თუ ანაკლიის პორტი კერძო არ გახდება, ამ სიტუაციის გამოსწორება საკმაოდ რთული იქნება,“ – ამბობს მათე გარდავა.

“კომერსანტი”

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.