ანასტასია გოტფრიდის რეკორდი და სამი ოქროს მედალი ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრმა, ანასტასია გოტფრიდმა (90კგ), ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ატაცში რეკორდი დაამყარა და სამი ოქროს მედალი მოიპოვა.

გოტფრიდმა ატაცში 124 კილოგრამი დაძლია და მეტოქეებს მთელი 22 კილოგრამით გაუსწრო. ამ მაჩვენებლით ანასტასია ახალგაზრდებში ევროპის რეკორდსმენიც გახდა. ჩვენს ძალოსანს მესამე მისვლაზე შეკვეთილი 131 კილოგრამით მსოფლიო რეკორდის დამყარების მცდელობაც ჰქონდა.

აკვრაში კი საქართველოს ნაკრების წევრმა ჩემპიონობა მეორე მისვლაზე ოქროს მედალი გაინაღდა (132კგ.) და მესამე მისვლაზე უარი განაცხადა. ორჭიდის ჯამში ანასტასიამ 256 კგ დააგროვა და უახლოეს მდევარ ავსრიელ ძალოსანს ს მთელი 30 კილოგრამით აჯობა.

ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს 7 ოქროს მედალი 2 ვერცხლი და ორი ბრინჯაო აქვს.

ფოტო: ძალოსნობის ფედერაცია

წყარო: ipress.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.