ანკარაში აშშ-ის საელჩომ მუშაობა დროებით შეაჩერა

ანკარაში აშშ-ის საელჩო 5 მარტს, ორშაბათს შესაძლო საფრთხის გამო, მუშაობას დროებით აჩერებს. ამის შესახებ დიპლომატიური მისიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

“ანკარაში აშშ-ის საელჩო უსაფრთხოების გამო, 2018 წლის 5 მარტს მომხმარებლებისთვის დახურული იქნება.
საელჩო სამუშაოების განახლების შესახებ მოგვიანებით განაცხადებს “, – ნათქვამია განცხადებაში.

საელჩო აღნიშნავს, რომ სამუშაოების შეჩერების დროს დახმარება მხოლოდ საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში იქნება უზრუნველყოფილი. დიპლომატიური წარმომადგენლობა ასევე განმარტავს, რომ პასპორტებთან ან ნოტარიუსთან დაკავშირებული საკითხები აქტუალური არ არის.
რა სახის საფრთხის გამო შეაჩერა საელჩომ მუშაობა, განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის.

წყარო: ipress.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.