“ანტიდასავლურმა ხელისუფლებამ შესაძლოა უარი განაცხადოს ევროსაბჭოს წევრობაზეც”

(ტაბულა) “ალტერნატიული არჩევანი, რომელსაც დღეს ზოგიერთი ანტიდასავლურად განწყობილი, წინდაუხედავი მოღვაწე გვთავაზობს, გარდა იმისა, რომ სრულიად გაუმართლებელია მორალურად, არაერთ სერიოზულ საფრთხეს შეიცავს. ერთერთი მათგანი კი ის არის, რომ ინტეგრაცია რუსული გავლენის სივრცეში, სადაც არადემოკრატიული რეჟიმების არსებობა ნორმაა, ჩვენშიც მხოლოდ და მხოლოდ ავტოკრატიულ ტენდენციებსა და კორუფციას წაახალისებს. ვერც იმას გამოვრიცხავ, რომ ამის შედეგად მოსულმა ანტიდასავლურმა ხელისუფლებამ, ძალაუფლების ბოროტად, შეუკავებლად გამოყენების სურვილით შეპყრობილმა, უარი განაცხადოს ევროსაბჭოს წევრობაზეც და ევროსასამართლოზეც. ამგვარად, რეგიონის ყველაზე თავისუფალი ქვეყანა შეიძლება თანდათან პოლიციურ სახელმწიფოდ, ორუელისეულ დისტოპიურ ტირანიად იქცეს”-აცხადებს დიპლომატი გელა ჩარკვიანი პრორუსულ განწყობებზე საუბრისას.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.