ან მთლიანად ნებდები, ან უბრალოდ იბრძვი… არ არსებობს მესამე სცენარი – სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომზე

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ ეთანხმება შეფასებას, რომ მისი ხელისუფლება 2008 წლის აგვისტოში რუსეთის პროვოკაციას წამოეგო. 

„არა, ეს ასე არ არის. ყირიმის მაგალითმა ცხადად აჩვენა, რომ არსებობს ორი სცენარი: ან მთლიანად ნებდები, ან უბრალოდ იბრძვი. არ არსებობს მესამე სცენარი; როდესაც ისინი [რუსეთის ჯარი] უკვე იქ იმყოფებოდნენ, ვინ დაიწყო ომი?“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი IWPR-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ტალიავინის დასკვნაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ აღნიშნულმა დასკვნამ ძალიან ცუდი როლი ითამაშა.

„მათ განაცხადეს, რომ ომი საქართველოდან დაიწყო, თუმცა რუსული ჯარი იმ დროისთვის უკვე იქ იმყოფებოდა. უკაცრავად, რას გულისხმობენ ამაში? რუსეთის სცენარი ძალიან მკაფიო იყო. ეს იყო არტიკულირებული, არა სპეკულირებული. კოკოითმა [სამხრეთ ოსეთის მაშინდელმა დე ფაქტო პრეზიდენტმა] თქვა,”ჩვენ გავასუფთავებთ ხეობებს ბანდიტებისგან”- მათი სცენარი იყო სრულმასშტაბიანი შემოჭრა, მაგრამ ამ შემოჭრის შენიღბვა ოსური ძალების ადგილობრივების გარკვეულ ჯგუფთან დაპირისპირებით სურდათ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.