“ან შენი უწყების კრიმინალს დასჯი ან პოლიტიკურ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აგაღებიებ!!!”

არმიის სამოქალაქო კონტროლის ჯგუფი, სოციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს:

“ან შენი უწყების კრიმინალს დასჯი ან პოლიტიკურ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აგაღებიებ!!!

შეიარაღებულმა სამსახურეობრივი სტატუსის გამოყენებით განახორციელა სიცოცხლის მოსპობის შემცველი მუქარა და გაიქცა.

აი ამ დამნაშავეს მფარცელობს გახარია, სწორედ ეს კრიმინალი ჩამისაფრდა დღეს მეტროს ამოსასვლელთან

მან ჩემამდე მოიტანა დანაშაულებრივი ჯგუფის გზავნილი.

ესაა ლაჩარი, რომელიც შეურაცყოფას აყენებდა ჩემს ჯარისკაცებს, მის მშობლებს, ემუქრებოდა სამხედრო ოფიცრებს, თანხას კრეფდა სამხედრო ბაზაზე, დაფარა ბავშვების წამების ვანდალური ფაქტი.

როდესაც ყველა ფაქტი დავდე ეს პორტირებული ზონდერი საკუთარი განცხადებით არმიიდან გაიპარა დაწერა რომ ,,ბიზნესში” მიდიოდა თურმე გახარიას უწყებაში შემძვრალა და პანკისის დარბევის ღონისძიებაშიც ჰყავდათ ჩაბმული. 

რამოდენიმე კვირის უკან ასევე შსს კუთვნილი სამსახურეობრივი შკოდას ტიპის მანქანით იმყოფებოდა შეიარაღებისა და ტექნიკის სარემინტო ბაზაზე სადაც შეხვდა ბაზის მეთაურს არევაძე და სხვა პირები ვინც 100 000 საბრძოლო ტყვიის ქურდობაში არის ბრალდებული.

აღმიშნულის შესახებ ვაცნობე შსს სამინისტროს ცხელხაზს და ვითხოვე რეაგირება რადგან სამხედრო ბაზაზე პოლიციის მანქანით შესვლა დაუშვებელია. თუ სამხედრო ბაზიდან ფარულად არ გააქვთ საბრძოლო მასალა, შემდგომში ვინმესთვის ჩადების მიზნით. 
მოგეხსენებათ როგორ ჩაუდეს გიორგი ჭელიძეს საბრძოლო მასალა შსს ორგანოებმა ხოლო შაიშმალაშვილის შტაბის უფროსობის დროს ამ ბაზიდან რომელზეც შსს შკოდით მივიდა უკვე გაყიდული იყო 100 000 საბრძოლო ტყვია.

ჩემი შეტყობინება დაეწერა შსს გენისპექციის თანამშრომელს შოთა ჯუღელს რომელმაც შეასრულა პოლიტიკური დაკვეთა და შეიშმელაშვილის მიმართ არ გაატარა კანონით დადგენილი ზომები.

თუ გახარია 3 დღის ვადაში შეიშმელაშვილს არ გაანთავისუფლებს დაკავებული თანამდებობიდან და პასუხისგებაში არ მისცემს მას სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად დავგეგმავთ აქტიურ პოლიტიკურ ღონისძიებებს მიმართულს პირადად გიორგი გახარიას წინააღმდეგ.”

“ალია”

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.