აპლიკაციები, რომლებიც მოგზაურობაში დაგეხმარებათ – დაგეგმე შენი თავგადასავალი

აპლიკაციები დღევანდელი რეალობის განუყოფელი ნაწილია. მათი დახმარებით ცხოვრება გვიმარტივდება და ხშირად უფრო საინტერესოც ხდება. ჩვენ მოგზაურობის სხვადასხვა აპლიკაციები მოვიძიეთ. მათი დახმარებით სასურველი ადგილების, სასტუმროების, ავიაბილეთების და მოგზაურობასთან დაკავშრებული ინსტუმენტების მოძიება შეგვიძლია.

Hopper – Watch & Book Flights – “გუგლის” 2016 წლის კონკურსში გამარჯვებული “სტარტაპ” აპლიკაცია. აპლიკაციის დახმარებით ირჩევთ ფრენის ლოკაციას და ეძებთ ავიაბილეთებს ფასების მიხედვით. Hopper-ის დახმარებით ყველაზე იაფიანი ბილეთების აღმოჩენაც შეგიძლიათ.

Agoda – ეს არის მობილური აპლიკაცია, რომლის დახმარებითაც მილიონზე მეტი სასტუმროსა და ჰოტელის დაჯავშნა შეგიძლიათ. ასევე, უამრავ ფასდაკლებაზე მიიღებთ შეტყობინებას.

MAPS.ME – აპლიკაცია, რომლის დახმარებითაც ოფლაინ რეჟიმში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ტურისტულ ადგილებს მიაგნებთ. აპლიკაციას 65 მილიონ ადამიანზე მეტი იყენებს.

Foodspotting – აპლიკაცია, რომლის დახმარებითაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში საკვებ ობიექტებს მიაგნებთ.

Waze – ეს არის სოციალური ქსელი მძღოლებისათვის. აქ შეგიძლიათ რუკის დახმარებით სსასურველ ადგილებს მარტივად მიაგნოთ. გაიგოთ, კონკრეტულ ლოკაციაზე როგორი მოძრაობაა, სად შეგიძლიათ ბენიზინის ყიდვა იაფად და ასე შემდეგ.

Pet First Aid – თუ თქვენი მეგობარი ცხოველი მოგზაურობაში მიგყავთ, მაშინ ეს აპლიკაცია აუცილებლად დაგჭირდებათ.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.