არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ვიეტნამში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები გაიხსნება

მიმდინარე წელს საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა რიცხვს დაემატება კიდევ ორი საელჩო,  არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ვიეტნამში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობის ეკონომიკური სტრატეგიისა და საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რომ გლობალურ ეკონომიკაში საქართველოს უფრო ეფექტური ინტეგრაცია მოხდეს.

„ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ პოტენციალს ყურის ქვეყნებთან თანამშრომლობაში, ისევე, როგორც აზიის ქვეყნებთან, რომელთა ეკონომიკაც იზრდება ყველაზე სწრაფი ტემპებით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.