„არავინ არ სთხოვს არავის სააკაშვილის გარშემო გაერთიანებას,” – მელია გიგა ბოკერიას პასუხობს

გიგა ბოკერიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, “ნაციონალურ მოძრაობაში” უპასუხეს. ნიკა მელია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გარშემო გაერთიანებას არავინ ითხოვს და გაერთიანება არც გიგი უგულავას ირგვლივ მოხდება.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის თქმით, პრეზიდენტობის საერთო კანდიდატი შესაძლოა საინიციატივო ჯგუფმაც წარადგინოს.

„არავინ არ სთხოვს არავის სააკაშვილის გარშემო გაერთიანებას, მაგრამ ნურც ნურავინ გვთხოვს უგულავას გარშემო გაერთიანებას. მეტსაც გეტყვით, დაახლოებით 2-3 კვირაა მიმდინარეობს კონსულტაციები სხვადასხვა დონეზე სხვადასხვა პარტიებთან, რომ შევჯერდეთ ერთიან კანდიდატზე ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში და ჩვენ რა დავინახეთ ამ ყველაფრის პარალელურად? ადგა „ევროპული საქართველო“ და წარადგინა ბატონი უგულავა კანდიდატად. მე არ მგონია, რომ ბატონი უგულავა არის დღეს იმ პოლიტიკურ ფორმაში, რომ მას ძალუძს დაამარცხოს მაგალითად სახელისუფლებო კანდიდატი ბევრი მიზეზიდან გამომდინარე. ის არ არის ელექტორალურად მიმზიდველი. ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ ძლიერ, საერთო ოპოზიციურ კანდიდატზე ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში და მე იმედი მაქვს, ამ კონსულტაციებში „ევროპული საქართველოც“ მიიღებს აქტიურ მონაწილეობას და ჩვენ შევძლებთ და საერთო კანდიდატით გავალთ ვანისა და ხონის საპარლამენტო არჩევნებზე და ამის შემდეგ კიდევ უფრო შესაძლებელი გახდება საერთო ოპოზიციური კანდიდატი დავუპირისპიროთ უკვე საპრეზიდენტო არჩევნებზე ხელისუფლებას,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.
%d bloggers like this: