„არავის დაურეკავს და არ მოვუკითხივარ” – მეტროში ჭერის ჩამონგრევისას დაზარალებულები საკრებულოში

„არავის დაურეკავს და არ მოვუკითხივარ, როგორ ვარ. ჩვენზე უარესად არიან, ადამიანები ლოგინში წვანან და ოპერაციას ელოდებიან. 21-ე საუკუნის საქართველოში რომ ეს ხდებოდეს, სამარცხვინოა,“ – ეს განცხადება მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულმა, რუსუდან მებონიამ გააკეთა.

საკრებულოში დღეს ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 14 დაზარალებულიდან 2 იმყოფებოდა, რომელიც შედარებით მსუბუქად დაშავდა. მათი თქმით, კითხვებზე პასუხები არ მიუღიათ. საკრებულოში დღეს რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა.

„სურვილი მქონდა დღეს შევხვედროდი იმ კომპეტენტურ ადამიანებს, ვინც კონკრეტულ კითხვებზე პასუხს გაგვცემდა. სამწუხაროდ, დღეს უმრავლესობის არცერთი წარმომადგენელი არ იმყოფება, რაც ძალიან ცუდია. კითხვები ბევრი გვაქვს, ერთ-ერთი დაზარალებულის შესახებ, რომელიც ლოგინად არის მიჯაჭვული, დიმიტრი, რომელმაც სამსახური დაკარგა, რომელსაც მეორე ოპერაცია ესაჭიროება, რომელმაც წამლები ონლაინ სესხებით იყიდა,“ – განაცხადა დაზარალებულმა, გიორგი საკრაულმა.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.