,,არასად არ გემალები, არც შენ და არც ვლადიმერ პუტინს, თბილისში ვცხოვრობ”

დავით უსუფაშვილი სოციალურ ქსელში რამზან კადიროვს მიმართავს:

,,რამზან კადიროვს, 

გაბუნიას გამო მე ვუხდი კავკასიელი ვაჟკაცის ბოდიშს ქართველ ხალხსაც, ჩეჩენ ხალხსაც, კავკასიელ ხალხებსაც და რუს ხალხსაც, მაგრამ არა შენ, ივანიშვილს ან პუტინს, რომლებსაც ყველა ეს ხალხი საკუთარი საძალაუფლებო ვნებების დასაკმაყოფლებლად გჭირდებათ. საკუთარი ხალხის სირცხვილი პირველ რიგში თავად ხარ, მერე პუტინია რუსი ხალხის სირცხვილი და მერე გაბუნია – ქართველი ხალხის სირცხვილი. არარაობა ტირანებთან შედარებით უბრალოდ არარაობაა და მეტი არაფერი. და არასად არ გემალები, არც შენ და არც ვლადიმერ პუტინს, თბილისში ვცხოვრობ. 

დათო უსუფაშვილი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, 2012-2016 წწ.”

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.