არასდროს ჩავრეულვართ სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში და არც ვგეგმავთ ამის გაკეთებას – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იტალიურ გაზეთ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთი არასდროს ჩარეულა სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში და არც მომავალში აპირებს ამის გაკეთებას. ინტერვიუ კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

“ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ [რუსეთი] არასდროს ჩავრეულვართ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ან სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში და არც ვაპირებთ ამის გაკეთებას. სწორედ ეს არის ის, რაც საგრნობლად განგვასხვავებს აშშ-სგან და მისი მოკავშირეებისგან, რომლებმაც, მაგალითად, მხარი დაუჭირეს 2014 წლის თებერვალში სამხედრო გადატრიალებას უკრაინაში”, – განაცხდა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი დაინტერესებულია ევროკავშირთან სრულფასოვანი ურთიერთობების აღსადგენად, რათა შეძლონ კონტინენტზე მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნება.

„მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რომელმაც ცოტა ხნის წინ მიიღო ევროპელი ამომრჩევლის მანდატი“, – დასძინა მან.

პუტინი ასევე შეეხო რუსეთის მიერ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის საკითხს და განაცხადა, რომ ეს რუსეთის მიმართ აბსურდული ბრალდებაა.

„გამოძიებამ ვერ შეძლო ამის დამტკიცება. თუმცა საინტერესო ის არის, რომ ამ ბრალდების საბაბით ჩვენს წინააღმდეგ მოქმედი სანქციები დღემდე ძალაშია“, – თქვა პუტინმა.

http://ghn.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.