“არიკ ჯგუფი” მრავალმილიონიან ინვეტიციებს წყვეტს და საქართველოს ტოვებს

კახეთში, საგარეჯოს რაიონში მდებარე “არიკ ჯგუფი”, რომელიც ადგილზე ფისტის წარმოებასა და მრავალფუქციური კომპლექსის მშენებლობას ახორციელებდა, საქართველოში ინვესტიციებს წყვეტს. კომპანიამ არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ქვეყნიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი განაცხადის გაკეთება ორშაბათს დუბაიში იგეგმება. ქვეყნიდან გასვლის გადაწყვეტილების შესახებ კომპანიის ადგილობრივმა წარმომადგენელმა აფზალ რავარიმ სოფლის მეურნეობის მინისტრს მისწერა.

“ბ-ნო სოფლის მეურნეობის მინისტრო, მე, როგორც „არიკ ჯგუფის“ ხელმძღვანელი პირი გატყობინებთ, რომ მოცემული დაპირებების შეუსრულებლობის გამო, საზოგადოება აჩერებს ყოველგვარ საქმიანობას საქართველოში, აღნიშნულზე ორშაბათს, დუბაის მთავარი ოფისიდან პრესის საშუალებით გაკეთდება ოფიციალური, საჯარო განცხადება”,-ნათქვამია მინისტრისადმი მიწერილ მიმართვაში.

იმას, რომ კომპანია მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას აპირებდა, bm.ge რამდნიმე კვირის წინ წერდა. კომპანიის წინაშე არსებული პრობლემების შესახებ მათმა წარმონადგენლებმა სწორედ ჩვენთან ისაუბრეს.

ბიზნესმენი ქვეყნის დატოვების კონკრეტულ მიზეზებზე არ საუბრობდა, თუმცა, ამბობდა, რომ მუშაობისთვის ელემენტარული პირობები არ აქვს შექმნილი. „ვინიჩიო ველი“ საგარეჯოს რაიონში, სოფელ იორმუღანლოსთან მდებარეობს. საუბარია საკმაოდ დიდ ფართობზე, რომელიც მანამდე ათვსიებული არ ყოფილა. გზა საბჭოთა კავშირის შემდეგ არ დაგებულა, პლანტაციაში არც ელექტრონერგია და სხვა კომუნიკაციები მიყვანილი არ არის. ბიზნესმენი ამბობს, რომ თავის დაცვის მიზნით მთლიანი ტერიტორიის სპეციალუად გამოყოფა და შემოღობვა მოუწია, რათა მის ფართობზე გვერდით ფერმებიდან ცხოველები არ გადმოსულიყვნენ.

კომპანიის ინფორმაციით, “არიკ ჯგუფს” საწართველოში 33 მილიონი დოლარის ინვესტიცია უკვე განხორციელებული აქვს

“არიკ ჯგუფი” უცხოური კაპიტალით შექმნილი კომპანიაა, რომელიც 2012 წლიდან სოფლის მეურნეობის, კვების ინდუსტრიის, ეკო-ტურიზმისა და მშენებლობის მიმართულებით მუშაობს. დღესდღეობით, კომპანიის ყველაზე დიდი პროექტი საგარეჯოს რეგიონში „ვინიჩიო ველის“ განვითარებაა. პროექტის მიზანი ფისტის, ღვინისა და ხილის ინდუსტრიული მასშტაბით წარმოებაა. საბოლოოდ, ამ პროექტის ფარგლებში გაშენდება 1,000 ჰექტარი ფისტა, 400 ჰექტარი ვენახი და 400 ჰექტარი ხეხილოვანი ხილის ბაღები.

კომპანიას ჰქონდა ტურისტული მიმართულების განვითარების გეგმებიც, მათ შორის 150 ხუთვარსკვლავიანი ვილის მშენებლობისა და სათავგადასავლო ტურიზმის, მათ შორის საცხენოსნო ტურების დამატების იდეაც.

ამ დროისთვის „ვინიჩიო ველი“ მხოლოდ ნაწილობრივ არის განვითარებული და ათვისებული.

BM.GE

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.