არის თუ არა ანაკლიის პორტი „თიბისის“ წინააღმდეგ აგორებული კამპანიის რეალური მიზეზი?

ორი დღეა, ქართულ მედიაბიზნეს და პოლიტიკურ სივრცეში ახალიდისკუსია გუგუნებსდაიჭერენ თუ არა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებსა და ტოპმენეჯერებსგაათეთრეს თუ არა ფული და რატომრას უნდა უკავშირდებოდესახალი წლების ზეიმებიდან ახლად გამოღვიძებულ ქვეყანაში სწორ ადგილზე ახალი სკანდალის გაღვივებასაერთოდრატომ წამოტივტივდა ეს საკითხირაღა მაინცდამაინც ახლა – მომხდარიდან 10 წელიწადზე მეტიდროის გასვლის შემდეგ და თან ასეთი უცნაური ფორმითროცა ჯერ მედია სდებს ბრალს ბიზნესს და შემდეგპროკურატურა ახმოვანებს იმავე განწყობას?

 

შეკითხვაერთი შეხედვითბევრია და თანაც მრავალმხრივითუმცაპრობლემაზე ცოტა უფრო ფართო პლანითშეხედვა საკმაოდ იოლად ადასტურებსრომროგორც ხშირად ხდებაძაღლის თავი კვლავაც სხვაგან არისდამარხული და ატეხილი ალიაქოთი მხოლოდ შირმაა იმ პროცესის მისაჩქმალადრაც ქვეყანას ბევრად უფრო დიდდა სტრატეგიულ პრობლემას უქადის.

 

როგორც საქმეში პირდაპირ თუ ირიბად მონაწილე სახელმწიფო უწყებები – მთავარი პროკურატურა და ეროვნულიბანკი – თავადვე ადასტურებენეს გამოძიება „თიბისი ბანკს“ დიდად ვერაფერს ავნებსქვეყნის უმსხვილესი საბანკოინსტიტუტი ფეხებზე იმაზე მყარად დგასვიდრე მასზე მიტანილი იერიშის მასშტაბია – ლონდონის საფონდობირჟაზე დალისტული და მის უმკაცრეს რეგულაციებს დაქვემდებარებულიაუდიტორთა დიდი ოთხეულის მიერყოველწლიურად აუდირებული საბანკო ინსტიტუტი მისი სოლიდური აქციონერებითა და პოზიციით არცთუ იოლიმოსადრეკია.

 

მაშვისზე მიდის ეს იერიში და რატომრა პროცესის თვითმხილველები ვართ და სინამდვილეში რა დგას ამსწრაფი და არცთუ დამაჯერებლად დასაბუთებული იერიშის უკანფაქტიარომ „თიბისი ჰოლდინგი“ საქართველოსდამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ ერთერთი ყველაზე წარმატებული და დივერსიფიცირებული ჯგუფიარომლის სახელსაც უამრავი წარმატებული კომპანია უკავშირდება: „ბორჯომის“ მწარმოებელი „საქართველოს მინისადა მინერალური წყლების კომპანია“, უძრავი ქონების „ლისი დეველოპმენტი“, „თიბისი დაზღვევა“ თუ კიდევ ბევრისხვა ის სახელებიარომლებიც წლების განმავლობაში შესაბამისი ინდუსტრიების ბაზარზე უპირობო ლიდერებადჩამოყალიბდნენთუმცაეს შთამბეჭდავი ჩამონათვალიც კი, მნიშვნელობის თვალსაზრისით, ახლოსაც ვერ მივა იმპროექტთანრომელსაც „თიბისი ჰოლდინგი“ ბოლო წლებშია შეჭიდებული და რომელიც ზღვისპირა ანაკლიაშიღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასასევე, მასთან მიმდებარედ ქალაქის და შესაბამისი სპეციალურიეკონომიკური ზონის პროექტს უკავშირდება.

 

მოცემულობითა და პერსპექტივით ეს არის ნამდვილად უნიკალური პროექტირომლის მასშტაბისაც საქართველოსდამოუკიდებლობის არსებობის ისტორიაში მხოლოდ „ბიპის“ ნავთობსადენი თუ იყო – სხვა ანალოგიდამოუკიდებლობის მეოთხედი საუკუნის განმავლობაშისამწუხაროდქვეყანაში ჯერ არ შექმნილაპროექტირომელსაც თანაბრად დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობისაა და რომელსაც აქვს პოტენციალიერთი მხრივქვეყანა რუსეთის არაჯანსაღი ინტერესების სფეროდან გამოგლიჯოს დამეორე მხრივსაინვესტიციოშიმშილით გაწვალებულ საქართველოს სახელმწიფოს სავსებით ახალი პერსპექტივა და მისგან მომდინარესოლიდური შემოსავლები თუ სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი არაფინანსური სარგებელი მოუტანოს.

 

ანაკლიის პროექტი ერთდროულად პოლიტიკური და ეკონომიკური პროექტია და სწორედ ამიტომ ადევს მასძალიან მაღალი ფასიამიტომ უქადის მისი დაკარგვა საქართველოს მნიშვნელოვანი პერსპექტივის მოშლას და ესარც არავის დაუმალავს.

 

მაგალითადამერიკის შეიარაღებული ძალების დაჯგუფების ექსმეთაურმა ევროპაშიბენ ჰოჯესმა „ამერიკისხმას“ შარშან დაუფარავად განუცხადა: „საქართველო უკვე უნდა იდგას ნატოს წევრ ქვეყნად გადაქცევის გზაზეიმისმიუხედავადრომ რუსეთის არმიას საქართველოს ტერიტორიის 20% დღემდე აქვს ოკუპირებულიიმისმიუხედავადრომ სარკოზისთან შეთანხმებაზე ხელის მოწერიდან ათი წლის შემდეგროცა ივალდებულესრომწავლენრუსები დღესაც ჯერ ისევ იქ არიანთუმცამიუხედავად იმისარომ აღმოსავლეთ გერმანიაში მილიონისაბჭოთა ჯარისკაცი იმყოფებოდაჩვენ დასავლეთი გერმანია ალიანსში მაინც შევიყვანეთვფიქრობსაქართველოსალიანსში შესაყვანად მოვძებნით საშუალებასსაქართველოს უკვე აქვს პორტი აზიასა და ევროპას შორისმასშემდეგრაც ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობა დასრულდებასაქართველო აზიისა და ევროპისდამაკავშირებელი რგოლი გახდებამიმაჩნიარომ ეკონომიური ურთიერთდამოუკიდებლობა აძლიერებსუსაფრთხოებასიმიტომრომ ამ ახალი პორტის მიმართ ყველას საერთო ინტერესი აქვსყველა დაინტერესებულიარომ საქართველო საპორტო ქვეყანა გახდესსტაბილურობა და ღიაობა შეინარჩუნოსეს საქართველოსუსაფრთხოებას აამაღლებს და უზრუნველყოფს უმთავრესსწონასწორობას შავი ზღვის რეგიონში“. – კადრისსამხედრო ბენ ჰოჯესი ზედმეტს არასოდეს ლაპარაკობს.

 

თუმცამის მიერ ნათქვამი არც საჭიროებს დამატებას – სამვარსკვლავიანმა გენერალმარომელიც ევროპაშიამერიკულ სამხედრო კონტინგენტს 2014-2017 წლებში სარდლობდა და კარგად იცის რუსული საფრთხის ყველანიუანსიანაკლიის პორტის მნიშვნელობა ამ ახსნით ნათლად გამოკვეთა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენელი Emerging Europe-თან საუბრისას ხაზსუსვამს საქართველოსთვის ანაკლიის პორტის მნიშვნელობის ფაქტს. „ანაკლიის პორტი უმნიშვნელოვანესიასაქართველოსთვისვინაიდან ის გამოკვეთს მარშრუტს ევროპასა და ჩინეთს შორის კავკასიის გავლით და უცხოელიინვესტორების დამატებით ინტერესს მოიზიდავს მარშრუტის შემუშავების პროცესშიეს საქართველოს გაამყარებსროგორც კავკასიის ლოგისტიკურ ცენტრს და გააძლიერებს მის კავშირებს როგორც ევროპასა და ჩინეთთანისეუახლოეს მეზობლებთანაც“.

 

ჩინეთი ფიქრობსშეამციროს რუსული ტრანსციმბირული მაგისტრალით გადაზიდვების 40-50%-იანისუბსიდირებარადგან რუსულ სარკინიგზო ინფრასტრუქტურას სიმძლავრეების დეფიციტი და ძალიან ნელამოძრავი სატვირთო შემადგენლობები ჰყავსრუსეთმა ვერ დაარწმუნა ჩინეთიივალდებულოს ტრანსციმბირულიდა ბაიკალამურის სარკინიგზო მაგისტრალების მოდერნიზების დაფინანსებარუსეთის ტრანსპორტის სამინისტროკი იმ აზრისკენ იხრებარომ შეწყვიტოს ჩინეთთან ამ მიმართულებით თანამშრომლობათუ მათგან შესაბამისიდაფინანსების პირობა ვერ მიიღოამას უკვე Global Risk Insights’ Belt and Road Initiative-ის 2018 წლის იანვრისკვლევაში ვკითხულობთ.

 

ამ ანალიზის საფუძველზე და მათი გათვალისწინებითარსებობს დამატებითი პოტენციალი ანაკლიისღრმაწყლოვანი პორტის მეშვეობით ვაჭრობის გაფართოების თვალსაზრისითჩინეთი განიხილავს ამასროგორცევროპასთან და დანიშნულების სხვა პუნქტებთან ვაჭრობის და ტვირთბრუნვის გაზრდის პოტენციურშესაძლებლობასრაც ხსნის კიდეც მის ინტერესს პორტის მიმართ.

 

სწორედ ამ კონტექსტში განსაკუთრებით საგულისხმო იყო აგვისტოში თბილისშიაშშის კერძო უცხოურიინვესტიციების კორპორაციის (OPIC) აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტის დევიდ ბოჰიგიანის განცხადებარომანაკლიის პორტის განვითარება იმ დამაკავშირებელი გეგმის ნაწილიარომლის მიხედვითაც შავი ზღვა უნდაგანვითარდეს, როგორც რეგიონული და გლობალური ჰაბი“.

 

ფაქტიასწორედ ასე ავსებს ერთმანეთს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და ეკონომიკურისარგებელი ანაკლიის პროექტშირომელიც ბოსფორის სრუტის აღმოსავლეთით არსებული ერთადერთიღრმაწყლოვანი ნავსადგური იქნება, „პოსტ პანამაქსის“ ტიპის გემების მიღებას რომ შეძლებსეს კი ჩვენს რეგიონშისაზღვაო ნაოსნობას უხსნის ახალ გზას და ევროპას ცენტრალურ აზიასა და ჩინეთთან დამაკავშირებელ უშუალო დაიაფ მარშრუტს სთავაზობს.

 

ეს არის რეალური და ხილული შანსირომ საქართველო ნამდვილად იქცეს საპორტო ქვეყნადამ სიტყვის სრულიგაგებით და ამომწურავად მოახდინოს იმ პოტენციალის რეალიზებარასაც მას შავი ზღვის მიმდებარედ არსებობააძლევსკერძოდშეცვალოს თამაშის წესებიგააჩინოს ახალ შესაძლებლობები და არ ისარგებლოს მხოლოდ მისიფრაგმენტებითროცა ზღვა მხოლოდ ტურისტული სეზონის ატრიბუტი ან უსისტემო სატრანსპორტო – საგადამზიდა პოლიტიკის არაეფექტიანი ინსტრუმენტია.

 

დღეს ერთერთი უდიდესი პრობლემა ქართული პორტების მომსახურების სიძვირედაბალეფექტურობა დაარასანდოობააუამინდობის გამო, საქართველოს პორტები წელიწადშისაშუალოდ, 83 დღის განმავლობაშიგაჩერებულიარაც დერეფნის სანდოობასაც ამცირებს და ტვირთის სხვაგან გადამისამართებას იწვევსანაკლიისპორტის მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დერეფნის სანდოობას და გადაზიდვის ფასებსაც შეამცირებსფასის შემცირების ერთერთი ფაქტორი იქნება საზღვაო საკონტეინერო ტერმინალირომელიც ახალიტექნოლოგიებით და კონტეინერების დამუშავების სისწრაფით გამოირჩევადა რაც მთავარიაბევრი სხვამოყოლილი და არარეალიზებული პროექტისგან განსხვავებითანაკლია არ არის მხოლოდ ქაღალდზე დატანილიმაკეტი – იქ უდიდესი მოცულობის სამუშაო უკვე შესრულებულიაუამრავი თანხაა ინვესტირებული და პროექტიშეუქცევად ფაზაშია გადასული.

 

და სწორედ აქამ ეტაპზე ხდება წელს ქვემოთ დარტყმა ანაკლიის პროექტის ერთერთ ლიდერგანმახორციელებელზე – „თიბისი ჰოლდინგზე“. მოწმენდილ ცაზე „იქოქება“ მთელი კამპანიარომ „თიბისიჰოლდინგის“ მესვეურები კრიმინალები არიანფულს ათეთრებენ და ამის გამო სისხლის სამართლებრივი დევნისობიექტები არიანალბათსწორედაც რომ „იდეალური“ დახასიათებაა პარტნიორისთვისრომელმაც უახლოესდღეებში პორტის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან სრულფასოვანი თანამშრომლობა უნდა დაიწყოსრაც,მარტო პირველ ეტაპზე, 600 მილიონი დოლარის ინვესტირებას და 2 000 ადამიანის დასაქმებასსულ კიმთელიპროექტის განმავლობაში, 2,5 მილიარდი დოლარის დაბანდებას და 2020 წლიდან უკვე გემების მიღებასაცგულისხმობს.

 

სამწუხაროდეს კინო ბევრჯერ გვაქვს ნანახიისიც ზუსტად ვიცითრომელი სახელმწიფო ხეირობს ხოლმე ყველაზემეტად ამგვარი მოულოდნელი ცვლილებებითსწორედ მისი სახელმწიფო თუ კერძო კომპანიები ჩნდებიან ხოლმეამგვარი თამაშების „ბოლო სერიებში“, როცა დასავლური ბიზნესი ქართული სივრციდან, პირდაპირ თუ ირიბად,უკანმოუხედავად იდევნებამით უფრორომ ის ანაკლიის პორტს თავისი ნოვოროსიისკის კონკურენტადაცგანიხილავს და ყველაფერს იღონებს მის ჩასაძირად.

 

სწორედ ამიტომ შეიძლებარომ ანაკლიის პროექტმარომელიც რუსული გავლენიდან ქვეყნის დახსნაგამოგლეჯისმნიშვნელოვანი ინსტრუმენტი უნდა გამხდარიყოეს ფუნქცია დაკარგოს ან მნიშვნელოვნად დაუკნინდესამპროცესში კი ძალიან ორგანულად ჩაეწერება ის აურზაურირაც ბოლო ორი დღის განმავლობაში ანაკლიისპროექტის ერთერთი წამყვანი განმახორციელებელი კომპანიის გარშემო ასეთი აღვირახსნილი ფორმით წარმოებს.

 

წყარო: Commersant.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.