„არსებობს არალეგალური ნარკოტიკების ადგილობრივი ბაზარი და მისი ტრანზიტი საქართველოს გავლით“

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიის შესახებ 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

ანგარიშის მეორე ნაწილში, რომელიც ფულის გათეთრებასა და ფინანსურ დანაშაულებს ეხება, ნათქვამია, რომ „საქართველოში არალეგალური შემოსავლის ძირითადი ნაწილი უკავშირდება საბანკო თაღლითობას, კიბერდანაშაულს, თანხების უკანონო მითვისებას“.

„არსებობს არალეგალური ნარკოტიკების ადგილობრივი ბაზარი და ასევე ხდება ნარკოტიკების ტრანზიტი საქართველოს გავლით. რუსეთის მიერ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის ტერიტორიები საქართველოს მთავრობის კონტროლის გარეთ არის და მონიტორინგს არ ექვემდებარება. ქართველმა სამართალდამცველებმა მეტი ყურადღება უნდა გაამახვილონ ორგანიზებულ დანაშაულსა და ფულის გათეთრებასთან კავშირების დადგენაზე. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა შეიმუშაონ ტაქტიკური მიდგომა შესაბამის ორგანოებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და თანამშრომლობის გააქტიურებისთვის“, – ნათქვამია ანგარიშში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ უკანონო შემოსავალი ძირითადად თაღლითობასთან დაკავშირებული დანაშულებისგან და კიბერდანაშაულებისგან წარმოიშობა.

„საქართველოს საბანკო ინსტიტუტები ერთი იურისდიქციიდან მეორეში თანხების გადარიცხვისთვის გამოიყენება, ხშირად ეს ყალბი დოკუმენტების ან სავაჭრო ინფორმაციის გამოყენებით ხდება. საქართველოს ბანკები არარეზიდენტი მეანაბრეებისა და ბევრი ოფშორული კომპანიების გულის მოგებას ცდილობენ“, – ნათქვამია ანგარიშში.

http://bfm.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.