“არსებობს ერთ–ერთი ვერსია, რომ დოდო გუგეშაშვილი იცნობდა პიროვნებას, რომელიც მას თავს დაესხა” – გახარიას კომენტარი

დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე მომხდარი თავდასხმის ფაქტზე შს მინისტრმა კომენტარი “ახალ კვირასთან” ინტერვიუში გააკეთა. გახარიას თქმით გამოძიება აქტიურ ფაზაშია.

„არსებობს სხვადასხვა ვერსია, რაზეც გამოძიება ძალიან აქტიურად მუშაობს. კონკრეტულ ვერსიებთან დაკავშირებით დეტალებში ვერ შევალ, თუმცა მრავალ ვერსიას შორის არსებობს ერთ–ერთი ვერსია, რომ დოდო გუგეშაშვილი იცნობდა პიროვნებას, რომელიც მას თავს დაესხა, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ. მოგეხსენებათ, ქალბატონი დოდო გუგეშაშვილი დღეს მოწმეთა დაცვის პროგრამაში, პოლიციის დაცვის ქვეშ იმყოფება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.