არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი პირველი ივლისიდან დაიწყება

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების თაობაზე უმრავლესობის წევრთა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ინიცირების პროცესი პირველი ივლისიდან დაიწყება. ამ დღეს ბიურო წარდგენილ კონსტიტუციური კანონის პროექტს ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების მიზნით, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს გადასცემს. თავის მხრივ, კომიტეტი დეპუტატთა ხელმოწერებს გადაცემიდან ერთი კვირის ვადაში შეამოწმებს და შედეგებს ბიუროს წარუდგენს. ამის შემდეგ კი, პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის საკითხი დადგება და საჯარო განხილვების პროცესი დაიწყება. საკონსტიტუციო ცვლილებები კონსტიტუციური კანონის გარდამავალ დებულებებში ხორციელდება. პროექტის მიხედვით, ამოღებულია ჩანაწერი 3%-იან საარჩევნო ბარიერსა და ასევე, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.