„არჩილ ტატუნაშვილს არ დააბრუნებენ, მანამ სანამ მათი 3 მიცვალებული არ დაბრუნდება!“

დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს:

ყურადღება!
2 დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპანტების მიერ სადისტურად მოკლული არჩილ ტატუნაშვილი გადასვენებული იყო რუსეთში. ამის შემდეგ იყო ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია არჩილის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით.
დღეს დადასტურდა, რომ არჩილი როსტოვშია , რუსეთის შსს კრიმინალისტიკურ ინსტიტუტში.
შესაბამისად, დღეს ამოწურული 48 საათის შემდეგ არჩილ ტატუნაშვილი არც დღეს და არც ხვალ არ იქნება გადმოსვენებული მის ოჯახში.

აქვე მსურს გაჩვენოთ სპეციალურად შექმნილი ოსური ან რუსული სპეცსამსახურების მიერ შექმნილი პროფილი, რომელზე ატვირთულია გზავნილი, სადაც გვეუბნებიან რომ არჩილს არ დააბრუნებენ, მანამ სანამ მათი 3 მიცვალებული არ დაბრუნდება!

მე მივეცი სიტყვა არჩილის მშობლებს, ნათესავებს, მეგობრებს, რომ ბოლომდე დავუდგები ოჯახს მის წმინდა ბრძოლაში!

მე ველოდები არჩილის ოჯახის გადაწყვეტილებას შემდგომ მოქმედებებთან დაკავშირებით!!!!

მოგიწოდებთ ყველას, არ მივცეთ საშუალება დავიწყებას მიეცეს ეს მკვლელობა, ეს შეურაცხყოფა და რუსი ოკუპანტების, ჯალათების მორიგი ქმედება, რომელიც ჩვენი როგორც ერის საბოლოო განადგურებას ემსახურება!!!!!

ძალა ერთობაშია!!!!!

Фото დავით ქაცარავა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.