არც მიშას მოვერიდები, როდესაც პარლამენტში შეჭრის მცდელობას დავგმობ და არც ბიძინას მოვერიდები, როდესაც მელიას დაკავების მცდელობას პოლიტიკურ მზაკვრობას დავარქმევ – უსუფაშვილი

არც მიშას მოვერიდები, როდესაც პარლამენტში შეჭრის მცდელობას დავგმობ და არც ბიძინას მოვერიდები, როდესაც მელიას დაკავების მცდელობას პოლიტიკურ მზაკვრობას დავარქმევ – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა. უსუფაშვილის თქმით,  ნიკა მელიას დაკავებით „ოცნება“ ცდილობს „სააკაშვილთან მიდენოს სრულიად ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალები“, ხოლო ვითარების გამწვავებით სააკაშვილი ცდილობს არ დაუშვას პროპორციულ არჩევნებზე შეთანხმება და მიაღწიოს ჩამოშლილი „ოცნების“ პირობებში ჩატარებული არჩევნებით ძალაუფლების გაფორმებას.  

,,ვაცხადებ, რომ მე და ჩემი კოლეგები „შენების მოძრაობიდან“ ვართ საქართველოს მოქალაქეების ის ნაწილი, რომლებსაც ვერც ერთი მათგანი ვერ დაგვაშანტაჟებს და ვერ აგვაცდენს ქვეყნის შენების სწორი გზას. არც მიშას მოვერიდები, როცა ბიძინასთან პროპორციულ არჩევნებზე ვილაპარაკებ და არც ბიძინას მოვერიდები, როდესაც აქციის დამრბევთა დასჯას მოვითხოვ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად; არც მიშას მოვერიდები, როდესაც პარლამენტში შეჭრის მცდელობას დავგმობ და არც ბიძინას მოვერიდები, როდესაც მელიას დაკავების მცდელობას პოლიტიკურ მზაკვრობას დავარქმევ. და რაც მთავარია, ვაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და ევროპული ინტეგრაციის მომხრე იმ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებთან, ვისთანაც აღნიშნულ საკითხებზე თანმხვედრი პოზიციები გვაქვს. ეს არ არის ივანიშვილ-სააკაშვილის ერთობლივი გეგმა, მაგრამ ეს ნამდვილად არის მათი ინტერესების თანხვედრა”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.  

http://pirveliradio.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.