“არ არსებობს ნორმა, რომელიც კრძალავს კარვის გაშლას” – ჩუგოშვილის მიმართვა გახარიას და კალაძეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.ჩუგოშვილის თქმით, კარვების დადგმის უფლება კანონთან შესაბამისია და ის მოუწოდებს შსს-ს და მერიას, რომ ეს ნორმა გაითვალისწინონ.

„არ არსებობს ნორმა, რომელიც კრძალავს კარვის გაშლას, თუ ეს არ ქმნის ხელოვნურ დაბრკოლებას ტრანსპორტისთვის ან ორგანიზაციის ფუნქციონირებას არ უქმნის რეალურ საფრთხეს. მერიას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებ, გაითვალისწინონ კანონის ეს მოთხოვნა,“ – აღნიშნულია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცახდებაში.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.