“არ ვაპირებ პროცენტის გადახდას” – სალომე ზურაბიშვილი “ქართუდან” ნასესხებ მილიონზე

ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი „ქართუ ბანკიდან“ წინასაარჩევნო კამპანიისთვის მილიონი ლარის სესხად აღებასთან დაკავშირებით, საპრეზიდენტო კანდიდატი განმარტებას აკეთებს. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ სესხი 28 ოქტომბრამდე ანუ საპრეზიდენტო არჩევნებამდე აიღო. მისივე განმარტებით, არ აპირებს სესხის პროცენტის გადახდას, რადგან ზურაბიშვილის თქმით, ის არჩევნებზე მიიღებს საბიუჯეტო დაფინანსებას და აღებულ სესხს დაფარავს.

„არ ვაპირებ პროცენტის გადახდას, იმიტომ, რომ მე უნდა ავიღო 10% და ათს კი არა 70-ს ავიღებ.

დამოუკიდებელი ვარ, დამოუკიდებელია ბანკი და მე ავიღე სესხი ჩემით, რომლის პროცენტებსაც არ გადავიხდი იმიტომ, რომ მივიღებ ბევრად მეტს ვიდრე 10 პროცენტი,“-აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

რუსთავში მყოფ საპრეზიდენტო კანდიდატს  ინაუგურაციის ცერემონიასთან დაკავშირებითაც ჰკითხეს – როგორ წარმოუდგენია მას ინაუგურაცია თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე გაიმარჯვებს.

„თუ არა, არც მიფიქრია როგორ უნდა ჩატარდეს, მე ვიცი რომ ჩატარდება და გელოდებით ყველას, მაგრამ ჯერ სცენარი არ დამიწერია,“-განაცხადა ზურაბიშვილმა.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.